Thursday, April 3, 2014


ზრდის პრობლემა

ის, რომ ჩვენ ვერასდროს ვიზრდებით, ეს უბრალოდ ზრდის პრობლემაა. ეს პრობლემა იმისდა მიხედვით აშკარავდება, ვბრაზდებით სამყაროზე თუ არა. ბავშვის სამყაროა ასეთი. ბავშვი ხომ სამყაროს თავისებურად აღიქვამს: სამყარო მას ეფერება ან აბრაზებს. როგორები არიან ზრდასრულები? გაიხედეთ გარშემო და დააკვირდით საზოგადოებას. ის სავსეა ასე ვთქვათ ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით. მათ თავი სამყაროს ცენტრში წარმოუდგენიათ და დღენიადაგ ეჭვიანობენ, რომ ეს სამყროში ხდება ყველაფერი მათ საწინაააღმდეგოდ და არა თავად მათში. ზრდასრულობა რაში გამოიხატება? ამაზე თავის დროზე ერთმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა თქვა: “ზრდასრული ხარ, როცა იცი, რომ სამყაროს არ გააჩნია შენს მიმართ განზრახვები”, ეს უკვე ზრდასრულის აღქმაა”.
შეკითხვა: როგორ გავუძღვეთ ბავშვის აღზრდას, როგორ ვუხელმძღვანელოთ მას?

პასუხი: საერთოდ, ბავშვის აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს იმ პრინციპს, რომ ყოველივე მისი ნება-სურვილიდან გამომდინარეობდეს. არაფერი არ უნდა მივაწოდოთ მას მზა და დასრულებული, პირდაპირი ფორმით. ბავშვს შეიძლება მხოლოდ წარმოდგენა შევუქმნათ, წარვმართოთ მისი მოქმედება, ანდა მივცეთ არაპირდაპირი მისახვედრი, მისანიშნებელი მითითებები, რომლის დროსაც შორიდან ვიწყებთ და ერთი პუნქტიდან მეორეზე გადავდივართ. მე არასდროს არ ვასწავლი პირდაპირ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემი მოსწავლეები ვერაფერს ისწავლიდნენ. როდესაც მსურს რომ მოსწავლე შეიცვალოს, გარდაიქმნას, მე შორიდან ვუვლი, ანდა სხვა ვინმეს მივმართავ და იგი ამით სწავლობს. ხოლო როდესაც ბავშვს პირდაპირ ვესაუბრებით, მზა ფორმით ვასწავლით იგი მექანიკურ აღზრდას მიიღებს და საბოლოოდ ასეთივე მექანიკური გამოვლინებები ექნება.
ონტოლოგიის და შემეცნების თეორიის პროფესორი მ.ლაიტმანი




მივეჩვიოთ, მოვერგოთ ახალგაზრდა თაობას და არა პირიქით

იმისათვის, რომ ბავშვების გულებამდე დავიდეთ, ჩვენ, ძველმა თაობამ, უნდა შევიგნოთ, თუ რამდენად განვსხვავდებით მათგან. არც კი უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი ვალდებულნი არიან ვუყვარდეთ და მიგვიღონ თუ არ შევიცვლებით. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, როგორც შესაძლებელია, დავუახლოვდეთ, მივეჩვიოთ და მოვერგოთ მათ. მოვეპყრათ მათ როგორც დიდებს. ახლანდელი ბავშვები განვითარებისადმი თავისი შინაგანი მზადყოფნით უკვე ზრდასრულები არიან, ამიტომ ჩვენც სათანადოთ უნდა მოვეპყრათ.

დღევანდელი აღზრდის პრობლემა

დღევანდელი აღზრდის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ არ ვუწყობთ ხელს ბავშვისაგან ადამიანის ჩამოყალიბებას. ჩვენ მას განათლებას ვაძლევთ, მაგრამ არა აღზრდას, შეფასებებს და არა ფასეულობებს. „აღზარდო“ - ესე იგი ასწავლო ბავშვს თავის თავსაც და სხვებსაც სწორად მოექცეს, იმისთვის, რომ სრულყოფილი ადამიანი გახდეს. ამის ნაცვლად ჩვენ მას „ტექნიკას“ ვასწავლით: სახრახნისის ტრიალს, კომპიუტერზე მუშაობას, ვარკვევთ ზოგიერთ მეცნიერებებში - და მას მომავლის ცხოვრების საგზურს ვაძლევთ. ჩვენ ბავშვებს საკუთარი ცხოვრების სწორად გამოყენებას არ ვასწავლით.
და ამიტომაც, ჩვენ ბედნიერ თაობას ვერ ვხედავთ.

Thursday, March 20, 2014

                                     შესავალი

პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილავთ 21-ე საუკუნის პრობლემების ზოგიერთ ასპექტს. ეს დღევანდელი მსოფლიოს გლობალური და ლოკალური პრობლემების საწყისის დანახვაში და მათი გადაჭრის ზუსტი მეთოდის არჩევაში დაგვეხმარება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამოცანის გასაღები  ჩვენს შესაძლებლობებში,  შემეცნების ხარისხის ამაღლებაშია ჩადებული. ჩვენ დავინახავთ, კონკრეტულად რა ცვლილებების განხორციელებაა საჭირო ამ მიმართულებით და რატომ.
თავდაპირველად მივმართოთ ფაქტებს, რომლებიც პიროვნების დღევანდელ მდგომარეობას ახასიათებენ. ამ რეალობის ცოდნა, ქვემოთ წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიღების დროს, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
ჩვენი ისტორიის უკანასკნელი ასი წელიწადი  მეცნიერებაში უძლიერესი წინსვლით და ტექნიკური პროგრესით აღინიშნა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გაკვირვებით და უსუსურად შევყურებთ იმ უმძიმეს მოვლენებს, რომლებმაც ჩვენი არსებობის სხვადასხვა სფერო მოიცვა. ეს პროცესი ულმობელი გარდაუვალობით მძაფრდება. მრავალი ჩვენგანი დღეს ცხოვრებით ვერ კმაყოფილდება, ბევრს ხვალინდელი დღის იმედი აქვს დაკარგული, იზრდება  სიცოცხლის უაზრობის, სიცარიელის, სიმწრის და სასოწარკვეთილების შეგრძნება. ეს არასასიხარულო გრძნობები, ხშირად, დამაწყნარებელი საშუალებების, ნარკოტიკებისა ან სხვა დამანგრეველი ჩვეულებების გამოყენების სურვილს აძლიერებს ადამიანში, რაც მხოლოდ დროებით დამშვიდებას და სუროგატულ შევსებას იწვევს.
21-ე საუკუნეში საზოგადოება დაამარცხა ფლუსტრაციისა და დათრგუნვის ეპიდემიამ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, ყოველი მეოთხე ადამიანი სულიერად დაავადებული იქნება. ბოლო ხუთ ათწლეულში, საგრძნობლად იმატა  დეპრესიაში მყოფი ადამიანების რიცხვმა. წინა წლებთან შედარებით, ეს მოვლენა უფრო და უფრო ახალგაზრდა მოსახლეობაზე ვრცელდება. მოსალოდნელია, რომ 2020 წლისთვის სულიერი დაავადებები - უმთავრესად კი დეპრესია - მსოფლიო სტატისტიკაში მეორე ადგილს დაიმკვიდრებენ.
დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ყოველ წელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თვითმკვლელობით იღუპება, კიდევ 10-20 მილიონი უშედეგოდ ცდილობს დაასრულოს სიცოცხლე. თვითმკვლელობის მსოფლიო სტატისტიკა, მათ შორის ბავშვებსა და ახალგაზრდებში, მკვეთრად გამოიხატება ზრდის ტენდენციით და საზოგადოებაში ითვლება არა მარტო კეთილდღეობის მაჩვენებლად, არამედ მთლიანობაში მისი განვითარების მაჩვენებლადაც.
ბოლო ათწლეულის მანძილზე ნარკომანია  უბრალო ნეგატიური მოვლენიდან მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე საკვანძო პრობლემად იქცა. საზოგადოებრივი იერარქიის არც ერთი ფენა არ არის დაზღვეული ამ დამღუპველი მისწრაფებისგან და არ შეუძლია  იმუნიტეტით ბაქიაობა. უკვე სკოლაში ბავშვები უშუალოდ ამ საშიშროების წინაშე იმყოფებიან. ა.შ.შ-ში ადამიანებმა, რომლებმაც აღიარეს, რომ ერთხელ მაინც გამოუყენებიათ ნარკოტიკები, შეადგენენ ქვეყნის მოსახლეობის 42%-ს. ევროპაში კოკაინის მოხმარებამ მიაღწია ახალ პიკს - სამ ნახევარი მილიონი „მომხმარებელი“. მათ შორის სულ უფრო და უფრო მეტია ადამიანები უმაღლესი განათლებით და მაღალკვალიფიციური სპეციალისტები განვითარებული ქვეყნებიდან.
„არ არის ყურადღებას მოკლებული“ ოჯახის ინსტიტუტი - ისიც ავლენს ტენდენციას დანგრევისაკენ. განქორწინების სტატისტიკა, განკერძოება და ძალადობის შემთხვევები ოჯახში იზრდება წლიდან წლამდე.
თუმცა ჩვენ დიდად არ გვაწუხებს ეს პროცესები - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ მათ შევეჩვიეთ. თუ ადრე ასეთი შემთხვევები  ექსტრაორდინალური იყო, დღეს ისინი ნორმად იქცნენ. ჩვენ არ გვაქვს მათგან მოგერიების მოქმედი საშუალება, ვემორჩილებით სიტუაციას და განსაცდელს ვიმსუბუქებთ. ასეთია ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება არ შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული იმისაგან,  როგორიც არის დღეს.


Wednesday, March 19, 2014

                 ქაოსიდან ჰარმონიამდე





 «ალტრუიზმი - ეს მოქმედებაა, მიმართული
  არა ურთიერთთანადგომისკენ,
არამედ მთელი 
კაცობრიობის ერთ მთლიანობად შერწყმისაკენ».


                                                                        

 შესავალი


            საიდუმლო არ არის, რომ კაცობრიობა ღრმა კრიზისის გახურების პერიოდში იმყოფება. მრავალი ჩვენგანი უკვე გრძნობს ამას საკუთარ თავზე. არსებობის დედააზრის უქონლობამ, სასოწარკვეთილებამ და სიცარიელემ შემოაღწია ჩვენს ცხოვრებაში. ოჯახის ინსტიტუტისა და განათლების სისტემის მსხვრევა, ნარკომანია, ეკონომიური პოლიტიკური არასტაბილურობა, ხვალინდელი დღის უიმედობა, ბირთვული ომის საშიშროება, ეკოლოგიური კატასტროფის ნიშნები - ყოველივე ეს მხოლოდ  ნაწილია იმ პრობლემებისა, რომელიც ამძიმებს მიმდინარე სიტუაციას და მომავალს უპერსპექტივოს გვიხატავს. ნათელია, რომ ჩვენ საკუთარი ცხოვრებისა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების კონტროლის შესაძლებლობა დავკარგეთ.
            ცნობილია, სწორი დიაგნოზი - გამოჯანმრთელებისაკენ სავალი გზის ნახევარია. ჩვენი პრობლემების გადაჭრის საშუალება რომ ვიპოვოთ, საჭიროა მათი მიზეზის გაგება. ამისთვის, ყველაზე საიმედო საფუძველი - ადამიანის ბუნებისა და მსოფლიოს ბუნების შემეცნებაა. საკუთარი ბუნებისა და ჩვენზე მოქმედი კანონების შესწავლით, გავიგებთ რაში მდგომარეობს ჩვენი შეცდომა და რა გზას უნდა დავადგეთ არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად.
            გარე სამყაროს კვლევა გვიჩვენებს, რომ არაცოცხალი, მცენარეული და ცხოველური დონის წარმომადგენლებს, მათში ჩადებული შესაძლებლობების და ინსტინქტების შესაბამისად, ბუნება მართავს. მათი საქციელი არ არის არც ცუდი და არც კარგი - ისინი, უბრალოდ, ერთმანეთთან და ბუნებასთან გარმონიაში ყოფნის დადგენილ კანონებს ასრულებენ.
            მეორე მხრივ, ადამიანის ბუნების ღრმა შესწავლა,  ბუნების სხვა შემადგენელი ნაწილებისაგან მის პრინციპიალურ განსხვავებას აჩენს. ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელსაც საკუთარი ახლობლის ექსპლუატაციით, მასზე ძალაუფლებისა და უპირატესობის შეგრძნებით, სიამოვნების მიღება შეუძლია. მხოლოდ ადამიანი იღებს სიამოვნებას თავისნაირებისაგან დაშორებით, განცალკევებით, სხვებზე დომინირებით. ასეთია    ადამიანის ეგოიზმის გამოვლინება - სწორედ ის არღვევს ბუნების წონასწორობას.      
            ჩვენი  სიამოვნების მიღების სურვილი კაცობრიობის განვითარების მთელი ისტორიის განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. თავდაპირველად ეს ვლინდებოდა მარტივ საარსებო მოთხოვნილებებში -  ჭამაში, სექსუალურ ურთიერთობებში, ოჯახის შექმნაში. შემდეგ უფრო პროგრესული სურვილების რიგი დადგა, ისინი  გამდიდრებისაკენ, პატივისა და დიდების მოპოვებისაკენ, ძალაუფლებასა და სამყაროს შემეცნებისაკენ იყვნენ მიმართულნი. ეს პროცესი საზოგადოების განვითარებას, სოციალური ფორმაციების შექმნა-შენაცვლებას ემსახურებოდა. იგი ასევე იწვევდა ძვრას სოციუმის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, კულტურა, მეცნიერება, ტექნოლოგია და ა.შ. ჩვენ ენერგიულად მივაბიჯებდით წინ, დარწმუნებულნი იმაში, რომ პროგრესი და ეკონომიური კეთილდღეობა  ჩვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს და გაგვაბედნიერებს. დღეს კი ირკვევა, რომ მთელმა ამ მრავალათასწლეულმა განვითარებამ, ბედნიერების მოლოდინის მიუხედავად,  ჩიხში შეგვიყვანა.
            საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი სიამოვნების მიღების სურვილის დაკმაყოფილება, რაღაც გარკვეული დროითაც კი, შეუძლებელია. თითოეული ჩვენგანი არაერთხელ  დარწმუნებულა ამაში, როდესაც ძალიან ძლიერი სურვილი უჩნდებოდა და, ზოგიერთი მათგანი, წლების მანძილზეც კი არ ნელდებოდა. ასეა თუ ისე, როგორც კი ვაღწევთ სასურველს, მცირე დროის შემდეგ, სიამოვნება ქრება. მის სანაცვლოდ ჩნდება სიცარიელე, რომელიც გვაიძულებს შევუდგეთ ახალი ფასეულობების ძიებას, იმის იმედით, რომ ისინი ჩვენს წყურვილს დააკმაყოფილებენ.
ეს ციკლური მოვლენები როგორც ცალკეულ ადამიანს, ასევე მთელს საზოგადოებას ახასიათებს. ათასწლეულების შედეგად დაგროვილი გამოცდილება უდავოდ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ არ ძალგვიძს ურყევი ბედნიერების მიღწევა, ან თუნდაც, საარსებო მოთხოვნილებების საიმედო უზრუნველყოფა. კაცობრიობა  შფოთვაში, სასოწარკვეთილებაში ეფლობა, სწორედ ეს პროცესი არის საფუძველი კრიზისისა, რომელიც ამჟამად, საზოგადოების განვითარების ამ ეტაპზე ვლინდება.
უფრო მეტიც, თაობიდან თაობამდე განუწყვეტლივ მძაფრდებოდა ადამიანის ბუნებრივი ეგოისტური მიდრეკილება - საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ახლობლის ხარჯზე. ჩვენი თანამედროვეობა მთელი ძალისხმევით ცდილობს სხვისი იმედების ნანგრევებზე საკუთარი კეთილდღეობის აშენებას და ამ საკითხში სრულ წარმატებას აღწევს. ადამიანებს შორის არსებულმა მოუთმენლობამ, განცალკევებამ, გარიყვამ და ზიზღმა საშინელ აპოგეას მიაღწია და ადამიანის მოდგმის მომავალი განვითარება ეჭვს ქვეშ დააყენა.
            ბუნების შესწავლა გვარწმუნებს იმაში, რომ ყველა ორგანიზმის ცხოვრების პრინციპი და ადამიანის ეგოისტური  მოქმედება, საფუძველშივე განსხვავდება. ბუნება ალტრუიზმის კანონის მიხედვით არსებობს, საყოველთაო სარგებელზე ბუნებრივად ზრუნავს. ცოცხალი ორგანიზმის უჯრედები ურთიერთგაცემის საფუძველზე ერთიანდებიან და მთელი ორგანიზმის ინტერესების დაცვას ემსახურებიან. თითოეული უჯრედი იღებს მხოლოდ იმას, რაც მისი არსებობისათვისაა აუცილებელი, დანარჩენ ძალებს კი მთელი ორგანიზმის კეთილდღეობას ახმარს.
            ბუნების ყველა დონეზე ინდივიდუმი იმ მთლიანობის საკეთილდღეოდ მოქმედებს, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს და ამით,  საკუთარ სრულყოფილებას აჩენს. ცოცხალი სხეულის არსებობა ალტრუიზმის საფუძვლის გარეშე წარმოუდგენელია, ეგოიზმი ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.
            დღეს, სხვადასხვა დარგში მრავალი კვლევის შედეგად, მეცნიერება ასკვნის, რომ მთელი კაცობრიობა ერთიან ცოცხალ ორგანიზმს წარმოადგენს. თუმცა ჩვენ ამას ჯერჯერობით ვერ აღვიქვამთ. დადგა დრო გამოვფხიზლდეთ და შევიგნოთ, რომ ამჟამინდელი პრობლემები შემთხვევითი არ არის და, წარსულში ცნობილი მეთოდებით, მათი გადაწყვეტა შეუძლებელია. ისინი არ გაქრება თავისთავად, პირიქით, იმდენად გამწვავდებიან, რომ  მსოფლიო საზოგადოების მასშტაბით იძულებულნი გავხდებით  ბუნების უნივერსალური კანონი - ალტრუიზმის კანონი დავიცვათ.
            ყველა უარყოფითი მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალური, ასევე გლობალური, ბუნების კანონის დარღვევის შედეგია. ჩვენთვის სავსებით ნათელია, რომ სახურავიდან გადმოხტომა, იმის იმედით, რომ მიზიდულობის კანონი ვინმეს შეინდობს, ჭკვიანური არ იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის არ არის გასაგები საკმაოდ მარტივი რამ - ის, რომ ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრება, ჩვენი ურთიერთობების სისტემა, ბუნების აბსოლუტური კანონებით იმართება. ამიტომ დღესდღეობით ჩვენ უნდა შევჩერდეთ,  ცხოვრების  მიმართ ჩვენი დამოკიდებულება გავაანალიზოთ, გამოვიკვლიოთ რაში ვეწინააღმდეგებით ამ ბრძნულ კანონებს  და ჰარმონიული ურთიერთობების მისაღწევად გზა გამოვძებნოთ. ყველაფერი მხოლოდ ჩვენს შემეცნებაზეა დამოკიდებული: რაც უფრო უკეთ გავიგებთ ბუნებრივ კანონზომიერებებს, მით ნაკლებ დარტყმებს მივიღებთ და მით უფრო სწრაფად წავა ჩვენი განვითარება.
ბიოლოგიური სხეულის დონეზე ალტრუიზმი არსებობის ურყევ  კანონს წარმოადგენს, ადამიანური ურთიერთობების დონეზე კი ჩვენ თავად უნდა ჩამოვყალიბოთ მსგავსი მსოფლმხედველობა. ბუნებამ  ეს პრეროგატივა ადამიანებს დატოვა, რათა უფლება მოგვეცეს საკუთარი ძალებით დავიწყოთ სვლა განვითარების ახალი, უფრო მაღალი საფეხურისკენ. სწორედ ამით განსხვავდება ადამიანი სხვა დანარჩენი ქმნილებებისაგან.
ამ წიგნში ჩვენ დაწვრილებით ვიმსჯელებთ იმ გზების შესახებ, რომლებიც  მოცემული პრობლემის გადაწყვეტის საშუალებას მოგვცემენ. ადამიანის შეცვლა იოლო არ არის. ჩვენ  ეგოისტებად ვართ შექმნილები და ეგოიზმთან პირისპირ შეჭიდება ჩვენს ძალებს აღემატება, რადგანაც საქმე ადამიანის ბუნებასთან გვაქვს. პრობლემა ზუსტად რომ ისეთი მეთოდის მოძიებაში მდგომარეობს, რომლის წყალობითაც, თითოეული ადამიანი მოინდომებს მოყვასთან ურთიერთობების შცვლას და, ერთი მთლიანი სხეულის ნაწილების მსგავსად, გაერთიანდება მასთან.
ბუნებამ შემთხვევით არ მოგვივლინა საზოგადოებრივი ურთიერთობები. ღრმად რომ ჩავწვდეთ ადამიანური საქციელის მოტივებს, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენი ქმედება და საქციელი ორიენტირებულია გარშემომყოფთა ყურადღების და პატივისცემის მოსაპოვებლად. სწორედ საზოგადოების მიერ ჩვენი აღიარება გვაძლევს სიცოცხლის შეგრძნებას, მიუღებლობა და განკითხვა კი უზომოდ გვტანჯავს. სირცხვილი საზოგადოების წინაშე - ადამიანისთვის ყველაზე კოშმარული და მძიმე განცდაა. ამიტომაა, რომ უმეტეს შემთხვევაში,  იმ ზნეობრივ ფასეულობებს ვემორჩილებით, რომელსაც საზოგადოება გვკარნახობს და  მის მიერ დაწესებული პრიორიტეტების შესაბამისად ვცხოვრობთ. გამომდინარე აქედან, თუკი ჩვენთვის შესაძლებელი გახდება ამ წესრიგის რეორგანიზაცია, ანუ წინა პლანზე ისეთი ალტრუისტული ფასეულობების წამოწევა, როგორიცაა გაერთიანება და ერთმანეთზე ზრუნვა, ეს თითოეულ ჩვენგანს, მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლის შესაძლებლობას მისცემს.
როდესაც საზოგადოება ადამიანს  მისი  საზოგადოებრივი ინტერესებისადმი ერთგულების შესაბამისად შეაფასებს, მაშინ ყველა ჩვენი ფიქრი და ქმედება, იძულებით,  გარშემომყოფთა საკეთილდღეოდ იქნება მიმართული.  მაგალითად: თუკი იმის ნაცვლად, რომ ჯილდო პირადი მიღწევებისათვის  გავცეთ, როგორც ეს დღეისათვის ხდება,  ადამიანები მხოლოდ ისეთი საქციელისთვის განვადიდოთ, რომელიც საზოგადოების კეთილდღეობისაკენაა მიმართული, - მაშინ ყველანი ვისურვებთ ასე მოვიქცეთ, რათა საზოგადოებრივი აღიარების ღირსნი გავხდეთ.
ამის კვალდაკვალ ჩვენ თანდათან დავრწმუნდებით, რომ ახლობლისადმი ალტრუისტული დამოკიდებულება - თავისთავად განძია, განსაკუთრებული და ამაღლებული უნარი, საზოგადოებრივ აღიარებასთან, რომელსაც ის იმსახურებს, კავშირში რომც არ იყოს. საბოლოოდ, ამგვარი მიდგომა სრულყოფილი და შეუზღუდავი სიამოვნების წყარო გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით საზოგადოება ეგოისტურია, მასში  ალტრუიზმის ბუნებრივ კანონთან დაახლოებისა და შერწყმის ძლიერი წინაპირობა არსებობს. ძველი დროიდან ჩვენი განათლება და კულტურა უანგარობის პრინციპებს ეფუძნებოდა. სახლში და სკოლაში ბავშვებს უანგარობას, დამთმობას, ზრდილობას და კეთილგანწყობას ვასწავლით. ჩვენ მოვუწოდებთ მათ სხვებთან მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ და გვინდა, რომ ისინი ახლობლებს კარგად ეპყრობოდნენ, რადგან ეს მართებულია და ასეთი დამოკიდებულება  ადამიანებს იცავს. ამ ფასეულობების წინააღმდეგ არავინ წავა. მით უფრო, რომ დღეს მასობრივი ინფორმაციის სწრაფი განვითარება საშუალებას გვაძლევს ადამიანებს მთელს მსოფლიოში ალტრუისტული გზავნილი სწრაფად მივაწვდინოთ. ეს გადამწყვეტი ფაქტორია, რისი წყალობითაც საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაიაზროს  კრიზისის საოცარი სისწრაფით გამწვავების ნიშნები და გლობალური გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
თუმცა ეს არ არის საკმარისი. დღეს ჩვენ  საარსებო პრობლემების გადაჭრის აუცილებლობა გვმართავს, მაგრამ მომავალში აღმოვაჩენთ, რომ საქმე ამით არ შემოიფარგლება. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ახლობლისადმი მართებულ დამოკიდებულებას აყალიბებს, თანდათან გადადის სხვა განზომილებაში, რომელიც განსხვავებულია ყველაფრისაგან, რაც აქამდე ვიცოდით, და ამაღლებული ყველაფერზე, რაც ადრე მწვერვალად მიგვაჩნდა. ადამიანი ბუნების სრულყოფილებას ეხება.
მრავალი თაობის ცხოვრების მაგალითზე დაგროვილი გამოცდილება საკმარისია, რომ მივხვდეთ იმას, საით მივყავართ ბუნებრივი განვითარების კანონს.
ჩვენ შეგვიძლია გადავდგათ პირველი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნების კანონის რეალიზაციისაკენ, შევიმეცნოთ ის, რომ საერთო, ერთიან ბუნებრივ სისტემას მივეკუთვნებით და ვიგემოთ, ამ ერთობაში მყოფი, ჭეშმარიტი ჰარმონია.



ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free