შესავალი
.jpg)
თავდაპირველად
მივმართოთ ფაქტებს, რომლებიც პიროვნების დღევანდელ მდგომარეობას ახასიათებენ. ამ
რეალობის ცოდნა, ქვემოთ წარმოდგენილი გადაწყვეტილების მიღების დროს, მნიშვნელოვან
როლს ითამაშებს.
ჩვენი
ისტორიის უკანასკნელი ასი წელიწადი მეცნიერებაში
უძლიერესი წინსვლით და ტექნიკური პროგრესით აღინიშნა, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ
გაკვირვებით და უსუსურად შევყურებთ იმ უმძიმეს მოვლენებს, რომლებმაც ჩვენი
არსებობის სხვადასხვა სფერო მოიცვა. ეს პროცესი ულმობელი გარდაუვალობით მძაფრდება.
მრავალი ჩვენგანი დღეს ცხოვრებით ვერ კმაყოფილდება, ბევრს ხვალინდელი დღის იმედი აქვს
დაკარგული, იზრდება სიცოცხლის უაზრობის,
სიცარიელის, სიმწრის და სასოწარკვეთილების შეგრძნება. ეს არასასიხარულო გრძნობები,
ხშირად, დამაწყნარებელი საშუალებების, ნარკოტიკებისა ან სხვა დამანგრეველი ჩვეულებების გამოყენების სურვილს აძლიერებს
ადამიანში, რაც მხოლოდ დროებით დამშვიდებას და სუროგატულ შევსებას იწვევს.
21-ე
საუკუნეში საზოგადოება დაამარცხა ფლუსტრაციისა და დათრგუნვის ეპიდემიამ. მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, ყოველი მეოთხე ადამიანი სულიერად დაავადებული
იქნება. ბოლო ხუთ ათწლეულში, საგრძნობლად იმატა დეპრესიაში მყოფი ადამიანების რიცხვმა. წინა
წლებთან შედარებით, ეს მოვლენა უფრო და უფრო ახალგაზრდა მოსახლეობაზე ვრცელდება.
მოსალოდნელია, რომ 2020 წლისთვის სულიერი დაავადებები - უმთავრესად კი დეპრესია - მსოფლიო
სტატისტიკაში მეორე ადგილს დაიმკვიდრებენ.
დეპრესია
თვითმკვლელობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია. ყოველ წელს მსოფლიოში მილიონობით
ადამიანი თვითმკვლელობით იღუპება, კიდევ 10-20 მილიონი უშედეგოდ ცდილობს დაასრულოს
სიცოცხლე. თვითმკვლელობის მსოფლიო სტატისტიკა, მათ შორის ბავშვებსა და
ახალგაზრდებში, მკვეთრად გამოიხატება ზრდის ტენდენციით და საზოგადოებაში ითვლება
არა მარტო კეთილდღეობის მაჩვენებლად, არამედ მთლიანობაში მისი განვითარების
მაჩვენებლადაც.

„არ
არის ყურადღებას მოკლებული“ ოჯახის ინსტიტუტი - ისიც ავლენს ტენდენციას
დანგრევისაკენ. განქორწინების სტატისტიკა, განკერძოება და ძალადობის შემთხვევები
ოჯახში იზრდება წლიდან წლამდე.
თუმცა
ჩვენ დიდად არ გვაწუხებს ეს პროცესები - იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენ მათ
შევეჩვიეთ. თუ ადრე ასეთი შემთხვევები ექსტრაორდინალური იყო, დღეს ისინი ნორმად იქცნენ.
ჩვენ არ გვაქვს მათგან მოგერიების მოქმედი საშუალება, ვემორჩილებით სიტუაციას და
განსაცდელს ვიმსუბუქებთ. ასეთია ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმი. თუმცა ეს სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება არ შეიძლება იყოს სრულიად განსხვავებული იმისაგან,
როგორიც არის დღეს.
No comments:
Post a Comment