Tuesday, February 28, 2012

ადამიანი მცირე სამყაროა


ახალი თაობა კარს მოგვადგა. ის მატერიის ბორკილებიდან ინფორმაციულ სივრცეში, ძალების ოკეანეში ცდილობს გადასვლას, იქ, რასაც “სულიერი სამყარო” შეგვიძლია ვუწოდოთ.
სურვილი – გახდე ადამიანი
დღეს, ისეთი პერიოდი დადგა, როდესაც ახალგაზრდა თაობა მზად არის საკუთარ თავში “ჭეშმარიტი” ადამიანი აღზარდოს. ეს განსაკუთრებული თაობაა. ჩვენ თაობასთან შედარებით, ის სხვა დიაპაზონზეა აწყობილი, მისი “მიმღები” სხვა ტალღებს აღიქვამს. ეს აბსოლუტურად განსხვავებული თვისებების სულებია. მათ “სულიერი სამყაროს” საკუთარი თვალით დანახვა უნდათ. გაესაუბრეთ მათ და იგრძნობთ, თუ როგორ მიჰყავხარ წინ, სიღრმეში, სიბრძნის უკიდეგანო სივრცეში.

ასეთი ბავშვების გულამდე მისვლა იოლი როდია. ჩვენ, ძველმა თაობამ, უნდა გავიაზროთ ის, თუ რამდენად გავნსხვავდებით მათგან. ნუ გვგონია, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიგვიღონ, ან თუნდაც, ვუყვარდეთ. პირიქით, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება დავუახლოვდეთ მათ. ახლანდელი ბავშვები, განვითარებისაკენ თავიანთი შინაგანი მზადყოფნით, ზრდასრულები არიან. ჩვენც სათანადოდ უნდა მოვექცეთ. შეხედეთ ახალგაზრდებს, მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებთ. რატომა აქვთ ნარკოტიკებისაკენ ლტოლვა? იმიტომ, რომ ჩვენი წესით აგებული ცხივრება მათ არ აკმაყოფილებთ. რა უნდა ისწავლონ მშობლებისაგან, რომლებიც ამბობენ: “დილით სკოლაში უნდა წახვიდე და კარგად მოიქცე. მერე გაიზრდები. ცოლს მოიყვან, შვილები გეყოლება და ბედნიერი იქნები”.

სულში ჩახედვა
დღეს ადამიანს ყმაწვილობიდან სრულფასოვან აღზრდას ელტვის, მაგრამ თანამედროვე სისტემა სამწუხაროდ  ვერ აძლევს ამას.
ჩვენ გვგონია, რომ პატარა არსებასთან გაქვს საქმე. რა უნდა ესმოდეს? მაგრამ ჩვენ უფრო ღრმად, მის სულში უნდა ჩავიხედოთ. ახალ თაობას გლობალური სურვილი ამოძრავებს, ის გლობალურ სამყაროს განეკუთვნება. ძველი მეთოდებით მისი აღზრდა უკვე შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დადგა დრო, როდესაც აუცილებელია ძველი აღზრდის მეთოდის ძირფესვიანად შეცვლა. ჩვენ ძალდატანებაზე უარი უნდა ვთქვათ  და ბავშვებს ადამიანის ბუნების არსი გავაგებინოთ. დადებით შედეგს მხოლოდ ამ გზით თუ მივაღწევთ.

დღევანდელი აღზრდის პრობლემა
დღეს აღზრდის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ბავშვისგან ადამიანის ფორმირებას ხელს არ ვუწყობთ. ჩვენ მას „ვასწავლით“ და არა „ვზრდით“, იმის ნაცვლად, რომ ფასეულობები ჩამოუყალიბოთ, მზამზარეულ შეფასებებს ვატენით თავში.
„აღზარდა“ - ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი თავისი თავის და სხვების მიმარ სწორ დამოკიდებულებას სწავლობს. ის სრულყოფილი, ჩამოყალიბებული ადამიანი უნდა გახდეს.
ამის ნაცვლად ჩვენ ვასწავლით მას „ტექნიკურ ხერხებს“: კომპიუტერზე მუშაობას, ხელსაწყოების ყიდვის საშუალებებს, ზოგიერთ მეცნიერებებში გავარკვევთ და ცხოვრების გზაზე ასე ვუშვებთ.
ჩვენ მას საკუთარი სიცოცხლის სწორად გამოყენებას არ ვასწავლით. ამიტომაა, რომ დაუკმაყოფილებელ, უბედურ თაობას ვხედავთ.
აღზრდა, საზოგადოებაში ამა თუ იმ საქციელის ფორმების ჩანერგვა როდია. მისი მიზანია ბავშვს ადამიანის სიცოცხლის არსი და საკუთარი სულიერი თვისებების სწორი რეალიზაციის საშუალება ასწავლო.

ადამიანური კრიზისი
დღეს ადამიანები ბუნებაში ახალს ვეღარაფერს პოულობენ, იმიტომ რომ, მათ მთელი მატერიალური სამყარო თავის მორჩილ მსახურად აქციეს.
საქმე იქამდე მივიდა, რომ თუთოეული ადამიანი ჭანჭიკად გადაიქცა. მან იცის რა შეისწავლოს და რომელ პროფესიას  დაეუფლოს, რომ რაც შეიძლება დიდი ხელდასი იქონიოს მას მხოლოდ ეს იზიდავს..

მაგრამ, წარმატების მისაღწევად გამუდმებულ სირბილში, ადამიანი ბედნიერი არ ხდება. ჩვენ მეცნიერების, აღზრდის, კულტურის და ადამიანური ცხოვრების კიდევ სხვა მრავალ სფეროში კრიზისის მომსწრენი ზუსტად იმიტომ გავხდით, რომ „ადამიანის“, ამ ცნების სრული გაგებით, სწორი ჩამოყალიბება არ ხდება. იმედი ვიქონიოთ, რომ დღევანდელი კრიზისი არასწორი ურთიერთობების მსხვრევის საწინდარი გახდება.
თანამედროვე ბავშვების ჰიპერაქნიურობა მარტივად დაიძლევა, როგორც კი იმ საზრდოს მივაწვდით, რომელსაც მათი სული ითხოვს.
კმარა, არა ღირს  ვტენოთ მათ საგნები, რომლებიც ტრადიციულად წინა თაობებში ისწავლებოდა,მხოლოდ იმიტომ, რომ  „აბა სხვანაიდარ როგორ შეიძლება?“ დროა მათი  ძირითადი მთხოვნილებები დავაკმაყოფილოთ - სულის განვითარების წყურვილი.
ახალ თაობას სხვა სურვილები ამოძრავებს, ჩვენ კი მას „ჰიპერაქტიურს“ ვუწოდებთ. ის „ჰიპერ“ კი არა, უბრალოდ „აქტიურია“. მაგრამ იმ შინაგანი მოთხოვნილებების შესაბამისად, რომლებიც მასში მოქმედებას იწყებს.
ჩვენ აღზრდის სისტემა ყველა დონეზე, ყველა ასაკის ბავშვებისათვის ისე უნდა შევცვალოთ, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობდეს, თავისუფლად და კომფორტულად იზრდებოდეს და თავის იმპულსიურ ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდეს. არ არის საჭირო მისი ხელფეხის გაკვანძვა. პირიქით, ჩვენ თვითონ უნდა ვისწავლოთ მისი „ოფოფების“, მჩქეფარე ეგოიზმის და ენერგიის ატანა.

სიბნელეში ცხოვრება
ჩვენ „ადამიანად“ ყოფნა არ გვასწავლეს, არ აგვიხსნეს როგორა ვართ მოწყობილები, რა სურვილები გვამოძრავებს და რა თვისებები გვახასიათებს, სად გამაჩნია თავისუფალი ნება და სად არა. ჩვენ არ ვიცით ადამიანს, საზოგადოებას და მათ განვითარებას რა კანონები მართავენ. საკუთარ თავზე და გარემოზე პრაქტიკულად არანაირი ცოდნა არ გაგვაჩნია... და ასე სიბნელე - ჩვენი ცხოვრებაა!
საჭიროა მხოლოდ ერთი თაობის სწარად აღზრდა, ჩვენ თუ მოვახერხეთ და მივეცით მას ის რაც საჭიროა, თუნდაც მცირედი, - ის შესაბამისად ყველაფერს შემდეგ თაობას გადასცემს. და მაშინ დაღმასვლის ტენდენციას აღმასვლა შეცვლის. სხვა შემთხვევაში მომავალი თაობა სასოწარკვეთისა და ნარკოტიკების მსხვერპლი გახდება... მაგრამ ეს ხომ ჩვენი შვილებია.
ბავშვების სწორი აღზრდის შემთხვევაში, ათ წელიწადში ჩვენ განახლებულ თაობას ვიხილავთ. ბავშვებს ეცოდინებათ როგორია სამყარო მათ ირგვლივ და ნებისმიერ ნაბიჯს რა შედეგი მოჰყვება. შესაბამისად, ყველა მათი მოქმედება, ჩანაფიქრი, განზრახვა და ურთიერთკავშირი იმდენად მართებული და ოპტიმალური იქნება, რომ ბავშვები ბედნიერად იგრძნობენ თავს.

No comments:

Post a Comment

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free