Tuesday, February 28, 2012

კაბალა – ეს წმინდა ქართული ფენომენია!
(ინტერვიუ ალექსანდრე ცინცაძესთან)


ამ საოცარი აღმოჩენის ავტორი პროფესიით მათემატიკოსია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ცინცაძემ, გემატრიის მეთოდის გამოყენებით გახსნა ჩვენთვის  უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია, რომელიც კარგად ცნობილ ტექსტში, იოანე ზოსიმეს `ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი~-ში ყოფილა დაშიფრული. დღემდე, ჩვენ ამ ტექსტს სხვაგვარად ვიგებდით.

რა არის ეს ინფორმაცია და რატომ არის მისი ამოხსნა ამდენად მნიშვნელოვანი?

ვესაუბრებით ბატონ ალექსანდრე ცინცაძეს.

კორესპონდენტი: _ გამარჯობა, ბატონო ალიკო. სანამ საკითხის ძირითად განსჯაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით თქვენს შესახებ.

ა. ცინცაძე: მინდა მივესალმო თქვენი გაზეთის მკითხველებს, ხოლო თქვენს რედაქციას _ გაზეთის სათაურის გამართლება მინდა ვუსურვო.

რაც შემეხება მე. სამეცნიერო მუშაობა მოდელირების თეორიაში დავიწყე., ადაპტური იდენტიფიკაციის მიმართულებით. მე თვითონ ვირიცხებოდი იმ სამეცნიერო ჯგუფში, რომელმაც ეს მიმართულება შექმნა.  

სამეცნიერო დისერტაციები და წოდებებიც ამ დარგში მივიღე. შემდეგი 15 წელი ჩემი იდეით შექმნილ ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტს და ჰუმანიტარულ საბჭოს ვხელმძღვანელობდი.Eეს განათლებაში მსოფლიო დონის ექსპერიმენტი გახლდათ და სწორედ ამიტომ, ევროპის დიდი უნივერსიტეტების დეკანთა დახურული გაერთიანების წევრიც გახლდით.

ჩემი შრომები მოიცავს ტექნიკური კიბერნეტიკის, პოლიტიკის, ენათმეცნიერების სფეროს. თუმცა, ეს მთლად ენათმეცნიერებაც არ გახლავთ, რიცხვული სიმბოლიზმია, რასაც გემატრიასაც (ჰემატრია) ეძახიან. ასე დეტალურად ამ საკითხებზე იმიტომაც შევჩერდი, რომ მკითხველს სწორი წარმოდგენა შეექმნას რესპონდენტზე, არ მინდა იფიქრონ, რომ ეზოთერული აზროვნების შედეგებს ვაცნობთ. ყველაფერი, რაზეც გვექნება საუბარი, მეცნიერულად დასაბუთებული და არგუმენტირებულია.

კორ: ბატონო ალიკო, დღემდე ასე ვიცოდით, თითქოს იოანე-ზოსიმე ამ ტექსტით გვეუბნებოდა, რომ ქართული ენა უფლის ენაა, მესიის მეორედ მოსვლის ჟამს სამყარო ამ ენაზე განიკითხება. მანამდე კი იბერია `გაბრწყინდება~.

თქვენ კი სულ სხვა რამ გახსენით. რა წერია ამ გზავნილში?

ა. ცინცაძე: მეათე საუკუნეში საფუძველჩაყრილმა სწორედ ასეთმა მესიანისტურმა იდეოლოგიამ მოიტანა შემდგომი საუკუნეების ქართული `რენესანსი~. საქმეც ისაა, რომ იგი ცარიელ ადგილზე არ შექმნილა. სწორედ ამ საუკუნეში სამზეოზე პირველად გამოვიდა,  სავარაუდოდ, იქამდე ქართულ ეკლესიაში დაფარულად არსებული საკრალური ინფორმაცია. როცა  დაშიფრულ გზავნილზე ვსაუბრობ, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერი `ქებაი და დიდებაი... ~ მაქვს მხედველობაში. მაგრამ იოანე-ზოსიმე მარტო არ ყოფილა, კიდევ რამდენიმე ხელნაწერია იგივე მეთოდით დაშიფრული.      

რაც შეეხება იოანე-ზოსიმეს, ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, მოსამზადებელ ეტაპზე მე შევძელი აღმედგინა ქართული ჰემატრიის წესები. იყო ქართულ ენათმეცნიერებაში მისი გამოყენების ცალკეული მცდელობა (თ.ჩხენკელი, რ.პატარიძე, ვ.კოპალეიშვილი), მაგრამ წესები ფორმალიზებული არ გახლდათ და ზოგიერთ მკვლევარს მისი გამოყენებისას შეცდომაც კი მოსდიოდა. არსებობს ბერძნული, ლათინური, ებრაული ჰემატრიები, ისინი თითქმის ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ ქართული მათგან ნიუანსებში განსხვავდება და სწორედ ესაა მთავარი.

როცა ჰემატრია, ანუ გაშიფვრის მექანიზმი აღვადგინეთ, იგი იოანე-ზოსიმეს ხელნაწერზე გამოვცადეთ, ხელნაწერი ჰემატრიის გამოყენებით სრულად გაიშიფრა. შედეგები საოცარია.

კვლევის შედეგები, უკვე რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციას მოხსენდა, ფრაგმენტები დაბეჭდა რამდენიმე ჟურნალმა, იყო ტელე და რადიო ინტერვიუები ამ თემაზე. წიგნი `მოელის დღესა მას მეორედ მოსვლას... (იოანე-ზოსიმეს გაცხადებული საიდუმლო და... საქართველო)~ დევს საიტებზე და ა.შ. იმედი მაქვს, მალე გამოვა კიდეც. მაგრამ მთავარი სიურპრიზები, უფრო სწორად გაშიფვრის ახალი შედეგები, მკითხველს ახლახან დამთავრებულ წიგნში `ცის შვილების უამბობელ ამბავთა ისტორია (ქალდეადან გოლგოთამდე)~ ელით.

მთავარია ის იდუმალი ცოდნა, რაც ქართულ სიტყვაში უკვე თავისუფლად იკითხება. როგორც იოანე-ზოსიმე წერს: `ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს...~. რადგან შიფრის გასაღები ცნობილია და გამოქვეყნდა, გაშიფვრის პროცესი უკვე ჯაჭვისებურად განვითარდება. ეტყობა დადგა ამ იდუმალების გამხელის ჟამი... შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, მოკლე ხანში ჩვენ სრულად შევძლებთ წინარექრისტიანული პერიოდის საქართველოს ისტორიის რეკონსტრუქციას.                                              არ მახსენდება უძველესი ერი, რომელსაც მესიანისტური იდეა არ ჰქონდა, ასე ვიყავით ჩვენც, მაგრამ წინარესაქართველოს, ეტყობა, ამის საფუძველიც ჰქონდა...                                     

კორ: თუ შეიძლება მოკლედ აგვიხსენით, რაში მდგომარეობს კვლევის მექანიზმი და რამდენად მაღალია თქვენს მიერ მოპოვებული დასკვნების საფუძვლიანობის ხარისხი?

ა. ცინცაძე: გაშიფვრის მეთოდი ბიბლიის მკვლევართათვის კარგადაა ცნობილი. ჰემატრია ე.წ. კაბალის ერთ-ერთი მიმართულებაა. იგი დღევანდელობაში რიცხვთა თეორიის სახელწოდებით ცნობილ მეთოდებს ეყრდნობა. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ `კაბალის~ სათავეებთან წინარექართველი ქურუმები იდგნენ. არსებობს ებრაული, ბერძნული და ლათინური კაბალაც, მაგრამ წყაროსთვალი ქართულშია. უფრო მეტიც, თვით სიტყვა `კაბალა~ წინარექართული წარმომავლობისაა, და ამის დამამტკიცებელი უამრავი არგუმენტი გვაქვს. შემდეგ ეს ცოდნა ჩვენგან მიიღეს, გადაიტანეს... მაგრამ, ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო. ამიტომ ქართველებს `კაბალა~ ოდნავ განსხვავებულად ესმოდათ, ეს ჩვენთვის მსოფლმხედველობრივი, სარწმუნოებრივი ძირია, რომელიც ტრადიციაში, ცხოვრების წესში დევს. მივუბრუნდეთ მის ერთ-ერთ გაშიფვრის მეთოდს _ ჰემატრიას.    როგორც ალბათობის თეორიიის სპეციალისტმა, მიღებული შედეგების ცდომილება დიდი სიზუსტით შემიძლია შევაფასო. ასე მაგალითად, მხოლოდ იმის ცდომილება, რომ კოლხურ-ლაზურად ღმერთის სახელი (ელ, ელი) ხელოვნურად არაა შექმნილი ათი მილიარდიდან ერთია, ანუ 10 000 000 000-ჯერ რომ შევქმნათ სიტყვა, შემთხვევითად მხოლოდ ერთხელ დადგება ასეთი სასწაულებრივი შედეგი. სასწაულის ნიშანი ის ციფრული ინფორმაციაა, რაც ამ სიტყვაშია. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იგივე, იდენტური რიცხვითი სიმბოლიზმი ზოგადქართულსა და ქართველურ ენებში ღმერთთა პანთეონის სხვა სახელებშიც მეორდება, ცდომილების ალბათობა უსასრულოდ მცირე ხდება. ერთი ვარიანტი მთელი სამყაროს ყველა ნაწილაკის რაოდენობიდან, მოკლედ, ცდომილება პრაქტიკულად გამორიცხულია.  დღეს დადგენილი გვაქვს 200-მდე, ასტრონომიული ინფორმაციის მატარებელი სიტყვა, რომელთა ხელოვნურად წარმოქმნა ეჭვს აღარ იწვევს. 
ეს ნაშრომის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია. მერწმუნეთ, შედეგები და მათი მნიშვნელობა ცდება ჩვენი წარმოსახვის შესაძლებლობებს.
კორ: _ ის, რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ჩემი აზრით, აშკარა სენსაციის დონის აღმოჩენაა, ბატონო პროფესორო, გამოდის, რომ იოანე-ზოსიმე რიგითი `მოღვაწე~ კი არა, აბსოლუტურ წვდომაში მყოფი ადამიანი ყოფილა, ის ხედავდა ერთიან დროს, წარსულს, აწმყოს და მომავალს ერთ წერტილში და გვიტოვებდა გზავნილს, რომელსაც ჩვენთვის რაღაც უნდა შეეხსენებინა მომავალში, კაცობრიობის განვითარების ზუსტად იმ ეტაპზე, როცა ეს საჭირო იქნებოდა. ახლა ეს ეტაპი დადგა. შეიძლება ეს ასე გავიგო?               ა.ც.: მე დღეს ვიცი სად უნდა ვეძებოთ იოანე-ზოსიმეს კიდევ ორი გზავნილი, ამ გაშიფვრის შემდეგ გაცილებით მეტი ვიცი იმაზე, თუ როგორ წარმოედგინათ ქრისტეშობის ღვთიური სასწაული ჩვენს წინაპრებს ქრისტეს მოსვლამდე და შემდეგაც, უკვე მეათე საუკუნეში. ის, რასაც ქრისტიანობას ეძახიან, სულიერად ქრისტეშობამდე დაახლოებით 2 000 წლით ადრე მომზადდა და ესÚსაგულისხმო ფაქტია. ქალდეა იყო ის ძირი, სადაც ასეთი ღვთიური მადლი დაგროვდა და შემდეგში ისრაელის მიწაზე აღესრულა. დღეს ქალდეა საქართველოა. (შემთხვევითად არ ისაუბრა მასზე კათოლიკოს-პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში). გადაჭარბებად ნუ ჩამითვლით, თუ ვიტყვი სამყაროში სულიერების ორი, თანაბარმნიშვნელოვანი პოლუსია: ისრაელი და საქართველო. ამას იმიტომაც ვამბობ, რომ უკვე მტკიცების დონეზე ვიცი ის საოცარი სარწმუნოებრივი, ასტრონომიული, ასტროლოგიური, მსოფლმხედველობრივი ფაქტები, რომელთა ურთიერთდამთხვევისას მოხდა ქრისტეშობა. ჩემს ახალ წიგნში თქვენ წაიკითხავთ იმის სრულიად ნათელ, ჰემატრიულ დადასტურებას, თუ საიდან იცოდნენ მოგვებმა ყრმის დაბადების ადგილი და დრო. ვიცი კოდური სიტყვა, რომელშიც ჩადებული მონაცემები ქრისტეს შობისა და ჯვარცმის თაობაზე საოცრად ზუსტადაა სახარებაში გადატანილი, ამ დროს რეალურად, წმინდა სინოდის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ეს ასე არ მომხდარა...

რაც შეეხება ჟამს... თქვენი კითხვებიდან ისე გამოდის, რომ ჩემი კვლევა მხოლოდ მეცნიერება აღარ არის, ის მაღალკორელირებულია სარწმუნოებასთან. ალბათ, გარკვეულწილად ასეც არის, მითუმეტეს ეს მეტ სიფრთხილეს მავალებს. არ მინდა რაიმეს ცრუ მოლოდინი გავაჩინო, ანდა გავცდე მეცნიერების ჩარჩოებს. თუ ვინმესთვის რამეს ნიშნავს ის, რომ დაფარული საიდუმლო ახლა გაიხსნა, გავამაგრებ თქვენს ნათქვამს: `რომელიმე ობიექტში კოდის ამოცნობა, იმას ნიშნავს, რომ მის შესახებ გარკვეული მეტაინფორმაცია შევიძინეთ~-სავსებით სწორად წერდა ბ-ნი თამაზ ჩხენკელი. მაგრამ მე მაინც ჩემს სფეროში დავრჩები...                                          

კორ: კიდევ ერთი შეკითხვა, ბატონო პროფესორო. მე ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ამ დროს მას შესაბამის წრეებში თითქმის არა აქვს საინფორაციო მხარდაჭერა. ეს მაშინ, როცა სადმე მიწაში პირველყოფილი ადამიანის თავის ქალა თუ ვიპოვეთ, მსოფლიო გვინდა ავიკლოთ. რაშია საქმე, რატომ არის ასე?                  

ა. ცინცაძე: კომუნისტების დროინდელი მეცნიერება მძიმე იდეოლოგიურ წნეხს განიცდიდა. ძველი სამეცნიერო ავტორიტეტების დრო წავიდა, რადგან ისინი თავიანთი ყავლგასული სამეცნიერო შედეგების ტყვეობაში იმყოფებიან. ამ დროს, მეცნიერების ორგანიზების თაობაზე უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს დღესაც ისინი იღებენ.Mმეტიც, თუ რაიმეს სჭირდებოდა რეფორმა, ეს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გახლდათ, მაგრამ ეს რეფორმა შინაგანად უნდა მოხდეს, სამწუხაროდ, ასეთი შინაგანი, მხარდაჭერილი ძალა არ ჩანს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა (და ხდება) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში არჩევნებისას და თქვენთვის ყველაფერი უფრო ცხადი გახდება. ალბათ, დადგა ამაზე ხმამაღლა საუბრის დრო. ამავე დროს, მოდის ქართველ მეცნიერთა ახალი ტალღა, რომელთა შედეგებს საკმარისი ყურადღება არ ექცევა. ამიტომ მოგვიმრავლდა  ცრუ `გამშიფრავები~, `სენსაციური აღმოჩენები~... ან აკადემიები, რომელთა დონე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ეროვნულმა აკადემიამ ფუნქციაც კი დაკარგა. ისტორიულ თემაზე თუ მივუბრუნდებით, ვიტყვი: დრო, როცა ბიბლიურ თემებზე კვლევები აკრძალული იყო, წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ბიბლიის კომენტატორთა მოსაზრებათა, თანამედროვე კვლევების ახალი შედეგების გათვალისწინებით რელიგიის ისტორიაც თავიდანაა გასააზრებელი. თუ დგას სულიერი ევოლუციის ჟამი, ჩვენ მას ჭეშმარიტებით უნდა შევეგებოთ.

კორ: _ დიდი მადლობა, ინტერვიუსათვის. ეს მართლა ძალიან საინტერესო თემაა და ძალიან გვეამაყება, რომ ამის შესახებ ვწერთ. თუმცა იმედი გვაქვს, რომ მალე ამაზე ყველა დაწერს. წარმატებას გისურვებთ თქვენცა და სრულიად საქართველოსაც.

4 comments:

  1. რაღაც ძაან ზოგადად საუბრობს ეს ცინცაძე და ასევე ძაან ხშირად იყენებს სიტყვას ,,სასწაული”!!! თავისი წიგნის რეკლამირება თუ უნდა საკმაოდ უხერხულად გამოსდის!

    ReplyDelete
  2. აქ ყველაფერი მშვენივრად და სრულად აქვს ჩამოყალიბებული.....

    http://youtu.be/p1E7V6V6btM

    ReplyDelete
  3. ვფიქრობ მთავარი გზავნილი ამ ხელნაწრში მაინც ბურუსით მოცული დარჩა . წერილი წელია ამოსახსნელი განა ამოიხსნა?94 წელით უფროსია ქართული ენა ყველა დანარჩენთან.94X365,2421875=34332,765625 დღჱ" ,წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ" 34332765,625 წელი-ამდენი ხნის მარტო ქართული ენაა ან ამ რიცხვშიც რაღაც გზავნილიაhttps://www.youtube.com/watch?v=nY38ibbKGbc ენა რომელზეც ბაბილონის გოდოლამდე ადამიანები ლაპარაკობდნენ.
    ყოველგვარი შეზღუდვა მოსახსნელია რადგან წარმოდგენა რომ ადრეულ ხანაში უმაღლესი მათემატიკა არ არსებობდა მცდარია.
    ეგვიპტური კუბიტის სიგრძეა π-φ^2=3,1416-2,618=0,5236 მეტრი როცა დიამეტრი ერთი მეტრის ტოლია. π ვთქვათ შემთხვევით აღმოჩდა ჰეოპსის პირამიდის განზომილებებში φ-ი არის ოქროს რიცხვი φ=1.6180339887498948482...
    ცნობილია რომ ჰეოპსის პირამიდა არის 440 კუბიტი.440X0.5236=230,384 მეტრი თუ ამ სიგრძის მქონე კუბში ჩავხაზავთ წრეს ხოლო მეორე წრეს კუბს გარს შემოვატარებთ და მიღებული წრის გარშემოწერილობებს გამოვაკლებთ ერთმანეთს მივიღებთ სინათლის სიჩქარის მაჩვენებელს მილიონ მეტრ წამში და ამას ახლავე გავაკეთებ თვალსაჩინოებისთვის 230,384 მეტრი ეს მცირე წრის დიამეტრია ,ამ წრის გარშემოწერილობის სიგრძე რომ გავიგოთ დიამეტრი უნდა გავამრავლოთ3,1416 ეს უდრის 723,7743744 მეტრს , კვადრატზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის შეფარდება კვადრატში ჩახაზული წრეწირის დიამეტრთან ყოვლეთვის ფესვი ორის ტოლია..ესეიგი ფესვი ორიდან 1,4142135X7723.7743744=1023,571536374 ამას გამოვაკლოთ723.7743744=229,79716 .
    229,792458 მილიონი მეტრი წამში ეს ოფიციალურად აღიარებული სიჩქარეაო,ჩვენი ციფრი კი229,797169-მეტრია
    ჰეოპსის პირამდის 2 გვერდის ჯამი ეკვატორზე არსებული წერტილის სიჩქარეა 2X 230,384= 462,962962მეტრი წამში,ეკვატორის სიგრძე მიახლოვებით40075კილომეტრია. 40075000მეტრი გავყოთ 86 164.1 წამზე =465,1მეტრი https://www.youtube.com/watch?v=M3kNGIcNDA0#t=4212 ცოტა სითამამეა საჭირო!

    ReplyDelete
  4. ცინცაძეს რომ ამ გასაშიფრ ტექსტში დამწერლობის კოდები "ლაზარე, მარიამ და მართაი", რომ გაეხსნა, კოდებზა ნამდვილად სჭირდება უამრავი მეტაინფორმაცია, მაგრამ დადგანაც ეს მას არ გააჩნია, იმიტომაც დარჩა ამოუცნობელი ამ რელიგიურ ტრაქტატში "ახალი ნინო და ჰელენე დედოფალი", "ვითარცა მარიამ და მართაი"!11. ამაშია საქმე, როცა პრეტენზია გაგაჩნია გახსნაზე და ხმამაღლა აცხადებ, რომ "გზავნილი გახსნილია", მაშინ ლეგიტიმური კითხვები არ უნდა რჩებოდეს

    ReplyDelete

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free