Thursday, March 22, 2012

****
უფრო სიხარულობს ჩემი სიხარული,
შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს.
თითქოს სიხარულობს ჩემი მწუხარებაც,
შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს.
თუა სიხარული, რა საკადრისია,
იკითხოს კაცმა, ვისი არი.
ვისიც უნდა იყოს, თუა ჭეშმარიტი – ვიზიარებ!
არის მწუხარება? – ასეთი კაცი ვარ,
არასდროს ვიკითხავ ვისი არი.
ვისიც უნდა იყოს, თუა ჭეშმარიტი – ვიზიარებ!
უფრო სიხარულობს ჩემი სიხარული,
შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს.
თითქოს სიხარულობს ჩემი მწუხარებაც,
შენ რომ იზიარებ, ის რომ იზიარებს!
                                        
მუხრან მაჭავარიანი

No comments:

Post a Comment

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free