ღია წერილი გაზეთ „თანამოზიარე“– ს რედაქტორს
ბატონო
ნიკოლოზ! წავიკითხე თქვენი სტატია
გაზეთის წინა ნომერში
და სურვილი გამიჩნდა მოგწეროთ. თავიდანვე მინდა განვაცხადო, რომ
იდეურად მეც თქვენი თანამოზიარე ვარ.
კაცობრიობის
განვითარება შორს წავიდა, მაგრამ ადამიანის პრობლემად ისევ ის რჩება, რაც ოდითგან
იყო. ანუ სად ვართ, რისთვის ვართ, რას ვაკეთებთ, საით მივყავართ ცხოვრების
დინებას?
საკითხი
ეხება ძალიან ძველ მეცნიერებას, რომელიც ბაბილონიდან იღებს სათავეს. ამ მეცნიერების
სახელია კაბალა და შეისწავლის სამყაროს წყობას, სისტემას, ადამიანის ადგილს მისი
გაჩენიდან საბოლოო მიზნამდე. ამ სისტემაში, და რაც მთავარია არა თეორიულად, არამედ
პრაქტიკულად.- რა თქმა უნდა განზრახვა მასშტაბურია და თითქოს ახალიც არაფერია
მასში, - მეცნიერებები და რელიგიებიც იგივეს აკეთეთებენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ
მიდგომაა სრულიად უნიკალური. ალბათ მსგავსს ვერსად ვერაფერს იპოვით. ამ
ძველისძველი და ამავე დროს ულტრათანამედროვე მეცნიერების ალტერნატივა არ არსებობს.
შუძლებელია ერთ სტატიაში თუნდაც ზოგადად აღწერო ის, რისი თქმაც მინდა, მაგრამ, მაინც შევეცდები რამდენიმე მომენტს
შევეხო და ამით ჩემი შთაბეჭდილება გადმოგცეთ.
1.
ადამიანი რეალობას თავისი გრძნობის ხუთი ორგანოს
მეშვეობით აღიქვამს და ამ აღქმებით ის
სამყაროს ხატავს სურათს, რომელსაც რეალობას უწოდებს. კაბალა ამბობს, რომ
სინამდვილეში ჩვენ აღვიქვამთ არა რეალობას, რომელიც ჩვენ გარეთაა, არამედ ჩვენს
რეაქციებს მასზე. ამ რეაქციების შედეგად ტვინი გამოიმუშავებს წარმოდგენებს
საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით და ამაზე ამბობს, რომ ესაა ყველაფერი.
სინამდვილეში კი ეს არის სამყარო, რომელიც ჩვენს შიგნითაა. ხოლო რა არის
სინამდვილეში გარეთ - ჩვენ ეს არ ვიცით.
2.
სამყაროს მართავს ძალა, რომელიც აბსოლუტური სიკეთე
და სიყვარული, მხოლოდ გაცემის ალტრუისტული თვისებაა. ადამიანი - ქმნილება, მხოლოდ საკუთარი
თავისკენ არის მიმართული. ის პირველსაწყისი ძალის საპირისპირო - მხოლოდ მიღების
თვისებაა. (მე და დანარჩენი სამყარო). ამ თვისებების მქონე ქმნილება განვითარების
პროცესში, რისი ძირითადი მამოძრავებელი მომენტიც სიამოვნების მიღების სურვილია,
მაქსიმალურად დაშორდა პირველსაწყისს. დაშორდა ბედნიერების ძებნაში და როცა ვერ
იპოვა იგი... შეჩერდა და დაფიქრდა. რისთვის ღირს ცხოვრება? რისთვის გავჩნდით?
ბუნების
ერთიანი და ყოვლისმომცველი კანონი ამ მომენტიდან ადამიანის უკან, საკუთარი
თავისაკენ, პირველსაწყისისაკენ შემობრუნებას ითვალისწინებს. კაცობრიობა იცვლის
განვითარების მიმართულებას და საკუთარ თავში იწყებს ჩაღრმავებას. ის გრძნობს, რომ
ასე განვითარება უკვე აღარ შეიძლება და დარღვეული სულიერი კავშირის აღგენაა
აუცილებელი.
3.
სწორედ ადამიანის „უკან,“ საწყისებისაკენ
დაბრუნების მეთოდიკაა კაბალა. ის გვიჩვენებს გზას, თუ როგორ უნდა გავიდეთ „შიგნიდან
გარეთ“, რომ რეალობა აღვიქვათ სრულად. ეს კი შესაძლებელია მაშინ, როცა
საკუთარ თვისებებს, „სიამოვნების მიღების
სურვილებს“, გარე სამყაროს მიმართ ეგოსტურ დამოკიდებულებას აბსოლუტურად
საწინააღმდეგო თვისებებით ცვლი, ალტრუისტული, უანგაროდ გაცემის თვისებებს იძენ.
ამით შენ ემსგავსები შემქმნელს, (უბრუნდები, სრულ ჰარმონიაში შედიხარ მასთან). ეს
კი უკვე აბსოლუტური ხედვაა, სამყაროს აბსოლუტური აღქმა და, მარადისობასთან,
უსასრულობასთან შერწყმა. ესაა სამყაროს ერთიანი პროგრამაა. ამ პროგრამით მიჰყავს
შემოქმედს კაცობრიობა. მას მარადისობა და უკვდავება აქვს გამზადებუი თავისი
ქმნილებისათვის.
მე შევეცადე მეთქვა, რომ ასეთი
მეცნიერება, რომელიც იმ კითხვებზე, რომელსაც თქვენ სვამთ: „საიდან მოვდივართ“,
„რატომ გავჩნდით“, „რა აზრი იდო სამყაროს
შექმნაში“, „საით მივდივართ“, და ასე შემდეგ, ამომწურავ პასუხებს იძლევა -
არსებობს!!!
ეს მეცნიერებაა კაბალა. უძველესი და თანაც უახლესი
მეცნიერება. იგი არ მოითხოვს ბრმა რწმენას სამყაროს შემქმნელი უზენაესი ძალის
მიმართ. იგი ხსნის ამ ძალებს და ხილულს ხდის ადამიანისათვის. მისი დახმარებით
თქვენ უშუალოდ შეძლებთ მის დანახვას, აღქმას.
ეს მეცნიერება შეისწავლება კაბალის საერთაშორისო
აკადემიაში. მის შესახებ ცნობების მიღება შეიძლება ინტერნეტ-მისამართით www.kab.info ან www.kab.tv. ანუ, სულიერი განვითარება სწორედ
იმ ჭრილში, რომელსაც თქვენ თქვენს ინტერვუში უსვამდით ხაზს, დიდი ხანია მიმდინარეობს და თანაც - ღიად.
ამ აკადემიას ევროპის, აზიის, ამერიკისა და
ავსტრალიის კონტინენტებზე თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს ფილიალები და სასწავლო
ცენტრები, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი იღებს განათლებას. დღეს კაბალა, როგორც
საგანი, მსოფლიოს ბევრი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამაშია შეტანილი.
ასეთი სასწავლო ცენტრი არსებობს თბილისშიც. დაინტერესებულ
პირებს შეუძლიათ მოგვმართონ. კარი ყველასთვის ღიაა.
კითხვებს, რომლებიც თქვენ თქვენს წერილში
აფიქსირებთ, კაბალა პასუხობს სრულად. ის ფარდას ხსნის ყველაფერს, რაც აქამდე
დაფარული გვეგონა. კაცობრიობა დღესაა მომზადებული სამყაროს აღასაქმელად და ის
იხსნება კიდეც მის წინაშე. კაბალა დღის სინათლეზე გამოდის.
სინათლეში გამოსვლის დროა.
წარმატებების სურვილებით,
კაბალის საერთაშორისო აკადემიის საქართველოს
განყოფილების მსმენელი გრიგოლ ჭანტურიძე.
.jpg)
No comments:
Post a Comment