Tuesday, February 28, 2012


დიდი აფეთქების თეორიის ჩიხი!

ასე ამბობენ ფიზიკოსები: უფრო მაღალი დონიდან გაკვესა ენერგიის ნაპერწკალმა და გააჩინა მატერია, ენერგია და თვით ამ სამყაროს ადგილი ცისქვეშეთში. ფიზიკოსები აქ უკვე მეცნიერების მსგავსად კი არა, მისტიკოსებივით საუბრობენ.  რაღაც ნაპერწკალი, რაღაც აფეთქება, რაღაც გავრცელება.
ამ აფეთქების შემდგომ 15 მილიარდი წელი სივრცეში გაფანტული მტვერის გამკვრივებას, შეერთებასა და პლანეტების, სისტემების, გალაქტიკების ჩამოყალიბებას  დასჭირდა. ამის შემდეგ არაცოცხალი, მცენარეული, ცხოველთა და ადამიანის სამყარო შეიქმნა.
ცისქვეშეთი 15 მილიარდი წელია არსებობს. 5 მილიარდი წლისაა დედამიწა, მცენარეული და ცხოველური სამყარო - მილიარდი წლის. ადამიანი კი სულ რაღაც 50 000 წლისაა.
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ პირველად დააჯილდოვა მეცნიერები უცნობი სუბსტანციის აღმოჩენისათვის. ნობელის კომიტეტმა ამერიკელ მეცნიერებს: სოლ პერლმატერს, ადამ რეისსა და  ავსტრიელ ბრაიან შმიდტს მიანიჭა პრემიები.
მათი 1990 წლის აღმოჩენის თანახმად: სამყარო აჩქარებით ფართოვდება. მას აფართოვებს გაურკვეველი ძალა. რა არის ეს ძალა და კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება დაშორება, გაურკვეველია.
ეს დაშორება შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს, შესაძლოა რომელიღაც მომენტში პირიქით - შეერთებაზე გადავიდეს. რაღაც ენერგია გავრცელებულია ყველგან და ემსახურება დაშორებას. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ცისქვეშეთში სულ რაღაც 4% უკავია მატერიას - იმას, რისი დანახვაც ადამიანს თვალით შეუძლია. ვარსკვლავებს, პლანეტებს, ცის სხეულებს და ცოცხალ სამყაროს.
სამყარო ბოლო 5 მილიარდი წელია, აჩქარებით ფართოვდება და ჩვენ არ ვიცით, რითია შევსებული  მისი დაახლოებით 70%. ეს გაურკვეველი თვისებების მქონე სუბსტანციაა. ეს არის ანტიგრავიტაცია გალაქტიკების მასშტაბით, სხეულებს შორის განზიდვის ძალა, რაც ჩვეულებრივი ნივთიერებისათვის არ არის დამახასიათებელი. ჩვეულებრივ ნივთიერებებში ჩვენ მიზიდულობის ძალას ვხვდებით.
გამოდის, რომ ჩვენ არსსებულის მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი ვართ, რომელსაც გარს უცნობი ”რაღაც” აკრავს.
დედამიწის განვითარების პროცესში მილიონობით წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მისი ქერქის პერიოდული გახურება და გაციება. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მატერიამ თავის საბოლოო მდგომარეობას არ მიაგნო და შესაბამისი ფორმით: გაზისებური, თხევადი, მკვრივი და პლაზმის სახით არ დამკვიდრდა.
ამის შემდგომ დედამიწის ზედაპირზე, რომლის შიგნითაც გავარვარებული მასაა მოქცეული, შეიქმნა პირობები ბიოლოგიური სიცოცხლისათვის. განვითარებას დღევანდელ ფორმამდე მოსვლას მილიონობით წელი, - მათ შორის ათობით ათასი ადამიანის ჩამოყალიბებას - დასჭირდა.  
ასე რომ, ჩვენს წინ განვითარების ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებუი სტადიები გვიძევს: ასტროფიზიკური (სამყაროს გაჩენა), გეოლოგიური (დედამიწის ჩამოყალიებება), ევოლუციური (ფლორისა და ფაუნის ჩამოყალიბება) და ისტორიული (ადამიანის განვითარება).
მორჩა!
ამის იქით თანამედროვე მეცნიერება ვეღარ მიდის. იმიტომ, რომ მას საამისო ”ინსტრუმენტები” აღარ გააჩნია. ეს ხომ მხოლოდ ის ინსტრუმენტებია, რომლითაც ის მხოლოდ ამ, ხილულ სამყაროს აღიქვამს. ხილულ სამყაროს კი ის აღიქვამს გრძნობის ხუთი ორგანოთი, მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება. ყველაფერი, რაც ადამიანის გონებას გამოუგონია, მიკროსკოპი, ტელესკოპი, ექოლოტი და კიდევ სხვა უამრავი რამ, მხოლოდ შეგრძნების ამ ხუთ ორგანოს აძლიერებს, რომლითაც მატერიის აღქმის ”გარეთ” ვეღარ გადის. ის ჩიხშია. ის მიებჯინა ”რაღაცას” და აღიარა, რომ ეს ყველაფერი, რასაც შეიძლება დაესვას შეკითხვა ”რა”? წარმოქმნილია ”რაღაცისაგან”, რასაც მისივე წარმოდგენით შეიძლება ეწოდოს ”არარა”. 
მაგრამ მაინც ”ყოჩაღ”! აქამდე ხომ მივიდა?  თავისი შესაძლებლობები ხომ კეთილსინდისიერად ამოწურა?
მან  ხომ ის მაინც აღმოაჩინა, რომ მას აღარ შეუძლია მეტის აღმოჩენა?
ჰოდა ახლა სხვა მეცნიერებების დრო დგება. სიტყვა უკვე აბსოლუტურად სხვა მეთოდოლოგიებს ეკუთნის. ადამიანის განვითერების შეჩერება ხომ შეუძლებელია. იმიტომ კი არა, რომ თვითონ ადამიანს უნდა ასე, არამედ იმიტომ, რომ თვითონ სამყარო ვითარდება, რომლის ნაწილიცაა ადამიანი.
როდესაც ამას ვწერთ, არ ვგულისხმობთ, რომ მისტერიების, ცრუ ან ბრმა რწმენების, შამანების, მკითხავებისა და მჩხიბავების დრო მოდის, პირიქით - ეს ყველაფერი ამ, აქამომდელი მეცნიერებების თუ ევოლუციის პარალელური და თანმდევი მოვლენები იყო. ეს ყველაფერი დღევანდელ, მე ვიტყოდი, უკვე წარსულში გადასულ ევოლუციას ახასიათებდა.
მორჩა. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით გადადის და მოდის ახალი. ადამიანი სამყაროს არსში წვდომის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. რამდენი წელი დასჭირდება ამას, არ ვიცი, მაგრამ პროცესები აშკარად დაწყებულია და მხოლოდ ამის გააზრება, სასიამოვნო ჟრუანტელს გვგვრის.
კარგ დროში გავჩნდით!           

1 comment:

  1. What is a BET カジノ シークレット カジノ シークレット 메리트카지노총판 메리트카지노총판 dafabet link dafabet link 1xbet korean 1xbet korean 우리카지노 쿠폰 우리카지노 쿠폰 12bet 12bet クイーンカジノ クイーンカジノ 10cric login 10cric login 709 Latest Online Casino Review - Slingo Casino

    ReplyDelete

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free