Tuesday, February 28, 2012

კარგის და ცუდის

ფარდობითობა და აბსოლუტურობა

 ზოგ ქვეყანაში ქალისთვის უნამუსობა იყო უცხო კაცისთვის სახის ჩვენება.

 ზოგან ქალი მაშინაც კი არ არის უნამუსო, ქმრის გარდა სხვა კაცს რომ გაუღიმოს, ემეგობროს, ეცეკვოს, თუნდაც, აკოცოს. მაგრამ გათხოვებამდე არ უნდა შეელიოს თავის ქალწულობას.

 არის ისეთი საზოგადოებები, სადაც გაუთხოვარ ქალს არავითარ ჩრდილს არ აყენებს ის, რომ ქალწული არ არის.

 ზოგნი იმასაც იტანენ, მეუღლეებს ცალკე საყვარლებიც რომ ყავდეთ.

 ყოფილა ისეც, რომ ორ კაცს ორი საერთო ცოლი ყავდა, სამ ქალს _ სამი საერთო ქმარი, ერთ კაცს რამდენიმე _ ცოლი, ერთ ქალს _ რამდენიმე ქმარი...

 მაგრამ მართებულობის და არამართებულობის, კარგის და ცუდის ფარდობითობასთან და ცვალებადობასთან ერთად არსებობს უცვლელობა და აბსოლუტურობა მიმართულებებისა კარგისკენ და ცუდისკენ!

 თუ თერმომეტრი გვიჩვენებს თხუტმეტ გრადუს ცელსიუსს, ვერ ვიტყვით, სითბოს მაჩვენებელია ეს თუ სიცივის, პასუხი მხოლოდ ფარდობითი შეიძლება იყოს. მაგრამ თუ თერმომეტრის სვეტმა იწყო აწევა ზევით, მაშინ კი ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დათბობა, და არა აცივება.

 თუ ადამიანი იწმინდება, ხდება უფრო მომთმენი, მიმტევებელი, კეთილი, თუ უფრო და უფრო უახლოვდება ღმერთს _ ეს ცალსახად კარგია. თუ შორდება ღვთის მცნებას _ ეს ცალსახად ცუდია.

 ერთი და იგივე ქცევა ზოგისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, ზოგისთვის _ არა, ზოგისთვისაც _ უკან დახევა. ეს დამოკიდებულია ადამიანის ამჟამინდელ მდგომარეობაზე და ვითარებაზე.


დავით ბებერაშვილი

No comments:

Post a Comment

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free