Wednesday, February 22, 2012

ამბობენ პარლამენტი მალე მრავალცოლიანობის შესახებ ახალ კანონს მიიღებსო. როგორ კომენტარს გააკეთებდით?
არხეინა: საერთოდ კომენტარებს არ ვაკეთებ.
რა ჩემი საქმეა იმის კირკიტი, კარგია ესა თუ ის კანონი თუ არა?
მოდი ჩვენ სხვა რამეს დავაკვირდეთ;
ქვეყანაზე მომრავლდა განქორწინებების რიცხვი, ისედაც ბევრია შინაბერა და ბერბიჭა. არც კაცს და არც ქალს, არც დაქორწინებასა და არც გათხოვებაში არ უშლის ხელს რომელიმე კანონის არსებობა, ან არარსებობა. ორცოლიანობა კი არა, ერთი ცოლის მოყვანა არ უნდათ.
რა არის ამის მიზეზი? - ბუნების ერთიანი განვითარების პროგრამა. უზენაესი კანონი.
მდედრი და მამრი, როგორც პლიუსი და მინუსი სამყაროს მატერიალური ფორმის პირველსაწყისია.
მატერიის უდაბლეს, არაცოცხალი ბუნების დონეზე ეს ასეც არის, როგორც მაგნიტური პლიუსი და მინუსი. ამით ინარჩუნებს ის ფორმას. ასე რომ არ იყოს ის ან განზიდვის ძალის გამო აფეთქდებოდა და გაიფანტებოდა, ან მიზიდვის ძალის გამო უსასრულოდ შეიკუმშებოდა და გაქრებოდა. მცენარის დონეზე ეს, ამასთან ერთად, დამტვერვა და გამრავლებაა, ცხოველის დონეზე - ერთიც, მეორეც და ამას დამატებული, ოჯახიც. ადამიანმა ეს სამი დონე გაიარა.აქამდე, ნურავის ეწყინება და, გავლილი არ ჰქონდა. ქალისა და კაცის ურთიერთობების ყველაზე მაღალი დონე ოჯახით შემოიფარგლებოდა. ეს ცხოველების დონე იყო (მწერები, ფრინველები და თევზები, რომ არაფერი ვთქვათ ძუძუმწოვრებზე, ხშირ შემთხვევაში უფრო რთულ და მოწესრიგებულ სისტემებს წარმოქმნიან, ვიდრე ადამიანებების ოჯახები და საზოგადოებაა).
 ადამიანმა წინა დონეები გაიარა და, როგორც იქნა, ადამიანის დონეს მიადგა.
რღვევა ურთიერთობებში ქალსა და კაცს შორის იმისი ნიშანია, რომ ადამიანები ურთიერთობების ახალ ფორმებზე უნდა გადავიდნენ.
ქალი და კაცი მალე ისევ დაიწყებს დაახლოებას. მაგრამ ეს დაახლოება  ოჯახის შექმნის სურვილით კი არ იქნება ნაკარნახევი, არამედ გაცილებით უფრო მეტით (ოჯახი, თავისთავად, უფრო მყარი გახდება). დღეს ადამიანის სურვილი სულიერი წვდომის სფეროს, უშუალოდ შემქმნელი ძალის შეცნობას განეკუთვნება და ქალმა და კაცმა ამ გზით ერთ მთლიანობად, ურთიერთობების უფრო აღმატებული ფორმით უნდა იარონ. 
ადამიანები კი დედამიწაზე, მიიღებენ რაღაც კანონებს, ან არ მიიღებენ. ან დღეს ერთს მიიღებენ, ხვალ - საწინააღმდეგოს. რა შეუშლით ხელს? მათ ჰგონიათ, რომ რაღაც ჭკვიანურს აკეთებენ და სამყაროს ბედს განაგებენ. ასე ჰგონიათ ხოლმე ქვიშაში მოთამაშე ბავშვებსაც.
არა, განა არ უნდა იცოდე, რა ხდება... მაგრამ, არც ისე საინტერესოა. 



No comments:

Post a Comment

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free