Wednesday, February 22, 2012


არსებობს თუ არა სამყაროში ზებუნებრივი ძალები?
არხეინა: - არა, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ისეთი ძალები, რომელსაც ადამიანი თავისი ბუნების გამო ვერ წვდება. ვერ ხსნის და გაიძახის ზებუნებრივიაო. როცა იზრდება და  მისი თვალსაწიერიც ფართოვდება, მაშინ  ყველაფერი ჩვეულებრივია. 500 წლის წინათ ადამიანს თვითმფრინავი რომ დაენახა გაგიჟდებოდა: რკინის ჩიტი, რომელიც ისე დაფრინავს, რომ ფრთებსაც არ იქნევსო.
ჩვენ ზუსტად იმას და იმდენს ვხედავთ, როგორიცაა ჩვენი საკუთარი ბუნება. ანუ, ჩვენი საკუთარი ხედვის ჩარჩოებში ზუსტად ის სურათია, რაც ჩვენს ბუნებას შეესაბამება.
ბუნებით მატერიალისტები, ეგოისტები, ვხედავთ მატერიას.
შევიცვლებით თვისობრივად და შეიცვლება ჩვენი აღქმაც.
ადამიანი რომ აბსოლუტური ალტრუისტი იყოს, სულ სხვა სამყაროს დაინახავდა, სულ სხვა ძალებს, რომელიც ახლა ზებუნებრივად მიაჩნია.
იმისათვის, ვინც შესაბამისი  თვისებები შეიძინა და წვდომაშია, ზებუნებრივი აღარაფერია.
ადრე თუ გვიან ყველა ”მიწვდება”. თუმცა მას ზოგი ადრე მიაღწევს, ზოგი  გვიან. 

No comments:

Post a Comment

ჩვენი ტელევიზია

tanamoziare on livestream.com. Broadcast Live Free