ოჯახური ცხოვრების შთამბეჭდავი სცენარი
ჩვენ ყოველ წუთს ვიცვლებით. იცვლება სამყაროც და იცვლება სამყაროსადმი ჩვენი
დამოკიდებულებაც. რაში გამოიხატება ეს ცვლილებები? დავიწყოთ თავიდან: უწინ ოჯახს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. იგი წარმოადგენდა ერთგვარ გამაერთიანებელ ძალას, სადაც ოჯახის თითოეული წევრი თავს დაცულად და საიმედოდ გრძნობდა. ადამიანი ოჯახში ელოდა თანაგრძნობას, ნუგეშს, სიყვარულს. ერთი სიტყვით, ოჯახი მას ზურგს უმაგრებდა. დღეს–დღეობით კი სურათი შეცვლილია. თითქმის აღარავინ აღიქვამს ოჯახს საიმედო დასაყრდენ ძალად. უფრო მეტიც, მას ხედავენ როგორც დამატებით ტვირთს, ვალდებულებების შესრულებას.
16 წლის გოგონასთან საუბრისას, სადაც მე ხუმრობანარევი კილოთი ვკითხე:
– ალბათ, მალე გათხოვდები, არა? – მან ასეთი პასუხი გამცა:
– რისთვის? მხოლოდ იმიტომ, რომ ვრეცხო, საჭმელი ვაკეთო და მას ვემსახურო?
აი, ასეთია პასუხი მომავალი ქალისა და ასეთი პასუხი ჩვენი დროის მოზარდებში
ნორმალურად ითვლება. იგივე ითქმის მამაკაცებზეც. განა მამაკაცებს კი სურთ ოჯახის
შექმნა? დღევანდელი მომსახურების სერვისი ყველაფერს გვთავაზობს – დაწყებული
სახლის დალაგებიდან, დამთავრებული ინტიმური კავშირით. უწინდელთან განსხვავებით,
ეხლა თანამედროვე მამაკაცს ოჯახის შექმნის მოთხოვნილება აღარ უჩნდება.
რაშია საქმე? კარგად თუ ჩავუღრმავრდებით ვითარებას, მივხვდებით, რომ საქმე ჩვენი
სურვილების განვითარებას ეხება. დღევანდელი გადასახედიდან, ის ჩარჩოები, რომელიც ჩვენმა წინაპარმა დაგვიწესა, უკვე გვევიწროვება. ჩვენ გავიზარდეთ ამ სურვილებზე, ახლა კი უფრო მეტი გვინდა. საინტერესო აღარ ჩანს ქალის და კაცის ურთიერთობა, სექსი გახდა როგორც ყოველდღიური მოსაწყენი ვარჯიში და ა. შ. და თუ კიდევ ვინმე მაინც გადაწყვეტს ოჯახის შექმნას, მალევე ბეზრდება და ეს ყოველივე მოსაწყენი ხდება...
ერთი სიტყვით, ჩვენს დროში ჩვენი სურვილები უკვე აღარ გვაკმაყოფილებენ, აღარ
გვავსებენ და აღარ გვანიჭებენ სიამოვნებებს, როგორც ადრე. აქ გასაკვირიც არაფერია,
რამეთუ ზემოთ ითქვა, ჩვენ გავიზარდეთ და უფრო მეტი ე.ი. მაღალი სულიერი დონის
სურვილები გვჭირდება, რომელიც დამახასიათებელია ზრდასრული ადამიანისათვის. ეს იმ მდგომარეობის მსგავსია, როდესაც ბავშვს, სანამ პატარა იყო სათამაშოები აკმაყოფილებდა, მაგრამ როცა გაიზარდა, მას ნამდვილი მანქანა, ნამდვილი თვითმფრინავი მოუნდა. დღესდღეობით, ადამიანმა მატერიალური თვალსაზრისით თითქმის ყველა მიმართულებით მთლიანად ამოწურა სურვილების სფერო, არაფერი აღარ აკმაყოფილებს. მას რაღაც ახალი სჭირდება. კაცობრიობა იმ საფეხურის ზღვარზე დგას, როდესაც აუცილებელია მდგომარეობის შეცვლა. როგორ?
აღვნიშნავ, რომ ადამიანების უმრავლესობა ვერ გრძნობს სულიერი სამყაროს არსებობას,
არ ესმის მისი არსი, შესაბამისად არასწორია მისი დამოკიდებულება, მიდგომა მის
მიმართ. არადა, სწორედ სულიერი სამყარო განაპირობებს ჩვენს აწმყოსა და მომავალს,
ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა, ანუ სულიერ სამყაროში წვდომის უნარი გვიხსნის
თვითგანადგურებისაგან. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. იმისათვის, რომ ბუნების თანახმად ვიმოქმედოთ, საჭირო და აუცილებელია, კაცობრიობამ სულიერ სამყაროში წვდომის უნარი განივითაროს. როგორ განვახორციელოთ ეს პრაქტიკაში?
ამის განხორციელებას შევძლებთ თუ ნებაყოფლობით ავირჩევთ სულიერი განვითარების გზას. დავიწყოთ პატარა საქმიდან. მაგალითად ოჯახით. მოდი, ერთხანს ჩავფიქრდეთ – ყველაფერი ვიცით და გვესმის ჩვენი მეუღლეების? ვიცით რას გრძნობენ ჩვენი მშობლები? ყურს ვუგდებთ ჩვენი შვილების სურვილებს, თუ საერთოდ არ გვესმის ოჯახის წევრების და არ ვიცით რას მოითხოვენ ისინი ჩვენგან?
პრობლემა ისაა, რომ თუ ერთმანეთისაგან რამე სიამოვნებას არ მოელიან, ადამიანებს
ერთმანეთი არ აინტერესებთ, ისმის კითხვა: როგორ გარდავქმნათ ოჯახური ცხოვრების ეს უარყოფითი სცენარი დადებითად?
ამ ჩიხიდან გამოსასვლელად საჭიროა, რომ მამაკაცსა და ქალს შორის სწორი ურთიერთქმედების მექანიზმს ჩავწვდეთ.
ქალის დანიშნულება მამაკაცში სულიერი განვითარებისაკენ სწრაფვის აღძვრა, ანუ
მასში სულიერ სამყაროში წვდომის, შემოქმედთან შეერთების სურვილის გაჩენაა. ქალმა
თავისი ფიქრებით კაცში მოყვასის სიყვარული უნდა გამოიწვიოს. როცა კაცი იგრძნობს
ქალიდან ამ მოთხოვნებს, მაშინ მას სურვილების შესრულების უნარი ეძლევა. როგორც
ცოლი ელოდება და მოითხოვს ქმრისაგან ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფას, სულიერშიც ასევეა. ქალი უნდა ელოდებოდეს კაცისაგან სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ქალების შინაგანი მოთხოვნილებები, მათი გულწრფელი მხარდაჭერა და
კონტროლი, სწორ ორგანიზაციას უკეთებს კაცს. ასეთი ურთიერთობა კაცებსა და ქალებს
შორის უდიდეს ენერგიას იძლევა. თითოეულს კოლოსალურ ძალას ანიჭებს. სწორედ
აქედან იწყება მიმზიდველი სიყვარულის სცენარი, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იზრდება.
ეს თემა აქტუალური იყო ყოველთვის და დღეს მითუმეტეს. ქალისა და მამაკაცის დანიშნულება ერთმანეთთან მიმართებაში თავის შემდგომ საფეხურზე გადადის.
ReplyDeleteწარმატებები ადმინისტრაციას.