სხივთამფენელო ჩახჩახითა,
სულო, რომელიც ყოველს ავსებს,
მზეო, რომელიც არ ჩადიხარ.
სიტკბოვ, სითბოვ და სინათლეო,
ჩემი პატარა ჩარდახისა,
მე შენ მიყვარხარ სიცოცხლეო,
მზეო, რომელიც არ ჩადიხარ,
მე წუთისოფლის მსხვერპლად ვიქეც,
ყოვლად მიწიერ სამართლისა,
სხეულმა მძლია მიწიერმა,
ყოფიერებას დამასრისა.
გრძნობამ ვნება შვა, ვნებამ - ცოდვა,
ცოდვამ სიკვდილი, ტანჯვა-წვითა,
ნეტავ ყოველი გამძარცვოდა,
გარდა მადისგან განძარცვისა.
.
მუხლზე ვემხობი უსუსური,
გემუდარები თავდახრითა,
გადამირჩინე სიკვდილს სული,
მზეო, რომელიც არ ჩადიხარ.
No comments:
Post a Comment