მრგვალი მაგიდის იდეა დაიბადა მეგობართა წრეში. რიგითი ადამიანები ადგნენ და გადაწყვიტეს, რომ იმ პრობლემებზე ემსჯელათ, რომელი პრობლემებიც დღეს მათ გარემოცვას აწუხებს. ემსჯელათ, მოესმინათ ერთმანეთისათვის და გამოსავალი თვითონვე გამოეძებნათ, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე. შემდგომ საკუთარი აზრები გარემომცველთათვის გაეზიარებინათ. ჩვენმა გაზეთმა მხარი დაუჭირა ინიციატივას და მასალების საზოგადოებისათვის მიწოდება საკუთარ თავზე აიღო.
რას ფიქრობენ ჩვეულებრივი ადამიანები თავისი როლისა და ადგილის შესახებ საზოგადოებაში, რას თვლიან საზოგადოების ძირითად პრობლემად? თანამედროვე ადამიანი ერთიანი საზოგადოების წევრია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ აქ უჭირს ეკონომიურადაც და მორალურადაც. ის შფოთავს, არა აქვს ხვალინდელი დღის იმედი, თავს დაუცველად გრძნობს. ცხოვრების დონის ზრდამ, ცივილიზაციურმა წინსვლამ ვერ მოიტანა სულიერი სიმშვიდე. რაღაც მნიშვნელოვანი იკარგება. რატომ? დღეს ეს არის ჩვენი განხილვის თემა. სად არის დაშვებული გადახრა და რა გამოსავალს ვხედავთ შექმნილი მდგომარეობიდან?
ბესო გიორგობიანი, კინო-რეჟისორი: _ ადამიანი საზოგადოების ინტეგრალური ნაწილია. მას არ შეუძლია საზოგადოების გარეშე ყოფნა. ამავე დროს განვითარებასთან ერთად ადამიანები სულ უფრო და უფრო შორდებიან და უცხოვდებიან ერთმანეთისაგან. თითქოს ორი წინააღმდეგობაა. მაგრამ ეს წინააღმდეგობა წარმოქმნილია იმის გამო, რომ მორალური ფორმებია შეცვლილი. თუ ადამიანი საზოგადოების ნაწილია, თვითონ უნდა იმუშაოს საზოგადოებაზე და არა თუ საზოგადოება გამოიყენოს თავისი ინტერესებისათვის.
მიხაელ ხაჩატუროვი: რეჟისორი დრამატურგი: _ კაცობრიობამ ძალიან “მოხერხებული” სამყარო შექმნა. მალე საკუთარ თავს საბოლოოდ გაუსწორებს ანგარიშს. მას ადამიანი აღარ სჭირდება. ყველაფერი, რასაც საზოგადოება ერქვა და რაღაც საერთო ჰქონდა, აღარ არსებობს, ადამიანებს აღარაფერი აერთიანებთ. საზოგადოების შიგნით მატულობს პოლარიზაცია. ელიტას არ სჭირდება ადამიანი-ინდივიდი. ის უნდა იყოს კომპიუტერის დანამატი. მომხმარებელი.
ადამიანმა საზოგადოებაზე ზემოქმედება რომ შეძლოს, ამისათვის მან დამოუკიდებელი აზროვნების უფლება უნდა დაიბრუნოს. ეს რაღაცნაირი კოშმარული მდგომარეობაა.
რავილ ხალიტოვი: _ იურისტი: _ ადამიანმა შექმნა მოხმარებაზე ორიენტირებული საზოგადოება და ბოლოს მოხმარებამ შთანთქა პიროვნება. ახლა აქედან გამოსავლის ძებნა უწევს. მე არა ვარ ქართველი, მაგრამ კარგად ვგრძნობ საქართველოს მოქალაქის სულიერ მდგომარეობას. პრინციპში ის არ განსხვავდება სხვა ხალხებისაგან. ასეა მთელ მსოფლიოში. კაცობრიობა ერთი სცენარით ვითარდება. არასად არანაირ პოლიტიკას ამ პრობლემის გადაჭრა არ შეუძლია. ისეთ დალაგებულ ქვეყნებშიც კი, როგორიც სკანდინავიის ქვეყნებია, სადაც, თითქოს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები მოხსნილია, ეს მორალური პრობლემა დგას და არა ნაკლები, არამედ, უფრო მეტი სიმწვავითაც კი.
ნიკოლოზ კაიკაციშვილი: _ ინდმეწარმე: _ ანუ ეს პრობლემა ცივილიზაციამ მოიტანა! ადამიანები ერთმანეთს ცივილიზაციამ დააშორა? მე სოფელში გავიზარდე. ბავშვობაში ისე მეგონა, თითქოს ყველა ნათესავები ვიყავით. რაღაცნაირი, შეკრული უბანი იყო, თითქოს ერთი მთლიანობა. სულ რაღაც 40 წლის წინათ, მახსოვს, ერთი ხანშიშესული კაცი გვყავდა, გრიშა პაპა, გამიგონია კაცებს რომ ეტყოდა: _ ჰა, კაცებო, რა ვუყოთ იმ ჯეელს, სახლი თავზე რომ ემხობა, მივხედოთ, მაინც ჩვენი გლახააო. _ გადიოდნენ მერე და იმ `ჩვენ გლახას~ სულ ღიღინ-ღიღინით დაუბარავდნენ ვენახს, შეუკეთებდნენ წაქცეულ ღობეს, დააყენებდნენ ფეხზე, `დააწევდნენ~ ხოლმე დანარჩენებს რომ არ ჩამორჩენილიყო. მერე სხდებოდნენ და მჭადზე, ლობიოზე და მწნილზე კაი ღვინოს შეექცეოდნენ. ღვინო ყოველთვის კარგი ჰქონდათ. ახლა რომ ვიხსენებ ამას, მგონია ზღაპარში ვიყავი. შეხედავ, უბანში თითქმის ყველა `გარღვევაზეა~, გადასწრებაზე, გაქცევაზე. ის ინსტიტუტი, ეს სადოქტორო, ის პარლამენტი, ის თავმჯდომარე, ის მერსედესი. მოუსმენ და; ყველას პრობლემები აქვს, თავისი განსაკუთრებული საწუხარი. ჩემი უბანი სამყაროს პატარა მოდელია. ერთიანობის შეგრძნება დაირღვა, ერთი სატკივარი და გასაჭირი აღარ არსებობს. ყველას თავისი აქვს, თავისი ადარდებს. მთლიანობაში საზოგადოების სატკივარიც იზრდება.
ცივილიზაციას ხომ პრობლემები უნდა მოეხსნა? _ უჰ, თქვენ რა გენაღვლებათ, ჯადოსნური ცხოვრება გელითო, გვეტყოდნენ ხოლმე უფროსები. ჯადოსნური ცხოვრება კი არა... სხვათა შორის ჩემი თაობა უკვე თავისი შთამომავლობის გამო წუხს: რას გარემოს ვუქნით? ხომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ ცივილიზაცია არასწორი გზით წავიდა?
შალვა ბებოშვილი, ბიზნესმენი: _ არა, იმის თქმა, რომ ცივილიზაცია არასწორი გზით წავიდა, არ იქნება სწორი და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ის ამ გზით სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ასე უნდა წასულიყო და სწორედ ეს უნდა ეჩვენებინა ჩვენთვის: ეგოიზმზე დაყრდნობილი განვითარების ჩიხური დასასრული. ბუნების უზენაეს კანონს არაფერი ეშლება. ის ამ გზით აიძულებს ადამიანს ერთმანეთისაკენ შემობრუნდეს და ეგოისტური თვისება ალტრუისტულით შეცვალოს. განა არაფერს გვეუბნება ის ფაქტი, რომ რაც უფრო მეტად გლობალური გახდა სამყარო, მით უფრო მეტად დამოკიდებული გახდა ერთი ადამიანი მეორისაგან? მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვისა და ამგვარად `განვითარების~ ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ბუნება გვიბიძგებს გაერთიაებისაკენ. ეს გარემოება ადამიანისათვის ჯერ-ჯერობით უცხოა და ამიტომ გვიპყრობს შიში. სწორედ ამ დროს ადამიანს მარტო დარჩენისა და გარიყულობისა ეშინია. ეგოიზმმა (საკუთარმაც და ზოგადმაც, რომელიც კაცობრიობის ერთიან თვისებად იქცა) მას გამოსავალი არ დაუტოვა. ინფორმაციის ნაკადი, რომელიც ყველა მხრიდან იღვრება, მხოლოდ კოშმარს აუწყებს: `თავდება რესურსები...~, `მოსალოდნელია ეპიდემიური კატასტროფა...~, `საყოველთაო შიმშილი კარზეა მომდგარი...~, `სამყაროს დასასრული ახლოვდება...~, და ასე შემდეგ. სინამდვილეში ამ ინფორმაციას სიხარბე, ეგოიზმი და მოგების ჟინი ავრცელებს. შეშინებული ადამიანი გარბის და უკანასკნელი ფულით ყიდულობს იმას, რაც ჭირდება და რაც არ ჭირდება. ამაზე უზარმაზარ ფულს აკეთებენ კორპორაციები. იცით თუ არა, რომ დედამიწას შეუძლია დაიტიოს და გამოკვებოს არა რაღაც 7, არამედ 40 მილიარდამდე ადამიანი? _ მაგრამ ეს არ უნდა იცოდეს რიგითმა მყიდველმა. იცით თუ არა, რომ საერთოდ არ არსებობს შიდსი? _ ეს სიგიჟე ფარმაცევტულმა მაგნატებმა მოიგონეს და წარმოიდგინეთ რა რაოდენობის პრეპარატი და დამცავი საშუალება გაყიდეს. გეტყვიან ხვალ იწყება ომი და გარბიხარ და თუ რამ ფული გაქვს იმით საკვებს იმარაგებ, იცით, რომ კარგა ხნის გამოგონებულია და მშვენივრად მუშაობს ძრავი წყალბადზე, მაგრამ ბენზინი, გაზი ხომ გასაყიდი რჩება?... ყველაფერი ძალზე მარტივია.
აი, ამ მარტივი კოშმარის ტყვეობაშია ადამიანი.
ჩვენ დღეს არ შეგვიძლია კაცს მატერიის განვითარების ღრმა თეორიებზე და კანონზომიერებებზე ვესაუბროთ. ჯერ არ არის დრო და არც თვითონაა მომზადებული ამის მისაღებად. ერთადერთი სწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან იქნებოდა გვეთქვა: _ ნუ გეშინია! და ნელ-ნელა ერთმანეთისაკენ შემოგვებრუნებინა ადამიანები. ის შიშისაგან უნდა გავათავისუფლოთ.
გია ჭანტურიძე: _ ეს საოცარი ვირაჟია, ბატონო შალვა. ცხადია, ყველაფერი, რასაც ცივილიზაცია და განვითარება ქვია, კანონზომიერია და ადამიანის ზრდას ემსახურება. ის განცდებიც, რომელშიც ადამიანი ვარდება, ესეც ბუნების ერთიანი განვითარების პროგრამის ეტაპია. მაგრამ, ჯერ-ჯერობით ადამიანს ამის გაგება უჭირს. მას ვერ წარმოუდგენია, თუ ისეთი თვისება, როგორიც ეგოიზმია, შეიძლება ამგვარი დამანგრეველი მოქმედებით გამოვიდეს და არ სჯერა, რომ ალტრუიზმი და ერთმანეთის მიმართ სიყვარული ზნეობრივი, ესთეტიური ღირებულება კი არა, სამყაროს კონსტრუქციის ღეძია, რომელზეც ადამიანი თავის თავს `აშენებს~ და ვერ მიმხვდარა, რომ მისი ზრდისათვის მისივე ეგოიზმის ალტრუიზმით შეცვლაა აუცილებელი. ანუ, თვითონ უნდა შეიცვალოს თვისობრივად. მას ისიც აბრკოლებს, რომ არ იცის, როგორღა უნდა გააკეთოს ეს. საკუთარი თავი უკვე შეცვლილი და `გაზრდილი~ ჰგონია. ის ფიქრობს, რომ სხვაა შესაცვლელი და სხვაშია პრობლემა. ამიტომ ამ ეტაპზე თქვენი გზავნილი: `ნუ გეშინია!~, რომელიც აგრეთვე მოწოდებაც არის, მე ვფიქრობ, ყველაზე სწორი ნაბიჯია ჩვენგან.
ადამიანი და თანამედროვე საზოგადოება. ურთიერთზემოქმედება და ურთიერთკავშირი
(მოდერატორი: გია ჭანტურიძე _ ბიზნესმენი)

ადამიანებს ერთმანეთისაკენ შემობრუნება და თანადგომა სჭირდებათ. ჩვენ კი ჩვენი მხრიდან უნდა მოვიფიქროთ, როგორ მივიტანოთ ეს გზავნილი თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე უკეთესად. ისე, რომ გაიგონ კიდეც რა არის საჭირო და რეალურადაც დადგნენ ერთმანეთის პირისპირ ალტრუისტული განწყობით. ბოლოს და ბოლოს ესაა როგორც ერთი ადამიანის, ასევე სრულიად კაცობრიობის ბედნიერების კარიბჭის გასაღები _ გაცემის თვისება.
წინადადება შემომაქვს მომავალი სხდომისათვის საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები მოვიწივიოთ და ჩვენს პოლემიკაში ჩავრთოთ. ჩვენი იდეები საზოგადოების გაერთიანებისა და ადამიანების ერთმანეთისკენ შემობრუნების მოწოდებით რაც შეიძლება ფართედ უნდა გავრცელდეს ჩვენს გარეთ. ვიფიქროთ ამაზე.

No comments:
Post a Comment