გამოცანა თუთიყუშებზე
თუთიყუშებს არ ესმოდათ და არც იცოდნენ, რას ნიშნავს `მზე”, `პლანეტა”, `ცხრა”, `შვიდი”... მაგრამ ზუსტად იმეორებდნენ იმ სიტყვებს, რაც მათ დაასწავლეს.
კითხვა: რომელი თუთიყუშია უფრო კარგი თუთიყუში?
ალუდასნაირი კაცი არ გავს თუთიყუშს. იგი არ კმაყოფილდება მხოლოდ არსებული წესების პირნათლად შესრულებით, და ყოველთვის უფიქრდება: სწორეა კი თვით ის წესი, რომელიც უნდა აღასრულოს?
ისე, საერთოდ, ტრადიციების უარყოფამ შეიძლება მასზე მაღლა კი არ დაგვაყენოს, არამედ, პირიქით, ძირს დაგვცეს! უფრო ხშირად, სწორედ ტრადიცია და უკვე აღიარებული წესები იცავს ადამიანს პირადი შეცდომებისგან!
გალია ირმისთვის ციხე იქნებოდა, მაგრამ იგივე გალია დაიცავდა მას მტაცებლებისგან.
კვერცხის ნაჭუჭიც იცავს მასში მყოფ წიწილის ჩანასახს, მაგრამ როცა დრო მოუწევს, იგივე ნაჭუჭი დაბრკოლებად იქცევა! და მაშინ ის უნდა დაიმტვრეს!
ვინ როდის და რა შემთხვევაში უნდა დაამსხვრიოს თავისი ნაჭუჭი _ ეს დიდი სიბრძნე და ხელოვნებაა.
დავით ბებერაშვილი
No comments:
Post a Comment