სასწაული
სასწაულს ისეთ მოვლენას ვეძახით, რომელსაც ჩვენს ამჟამინდელ ცოდნას ვერ ვუსადაგებთ, და რომელიც განსხვავებულია ჩვენ რომ შევეჩვიეთ, ისეთი მოვლენებისაგან.
მაგრამ ჩვენი ცოდნა იცვლება და თანდათან ისადაგებს მანამდე სასწაულად შერაცხულ მოვლენებს. არც ჩვევაა უცვლელი, მრავალი გამეორების შემდეგ უჩვეულო მოვლენაც ჩვეულებრივი ხდება.
ამგვარად, სასწაული აბსოლუტური გაგებით არ არსებობს, მაგრამ არსებობს ჩვენს ცოდნასთან და შეჩვევასთან შეფარდებით.
რელიგიური გაგებით, სასწაული - ეს არის ღმერთის საგანგებო ჩარევა მის მიერვე შექმნილი და კანონზომიერად მოწყობილი სამყაროს მოვლენებში. და ეს ჩარევა კი არ აუქმებს კანონებს, არამედ მის ფონზე ხდება, და გაიგება როგორც კანონზომიერად მოწყობილ სამყაროში დამატებით შემოჭრილი რამ ძალა.
გარკვეული გაგებით, ყველა მოვლენა და, საერთოდ, მთელი სამყარო არის სასწაული, რადგან ღმერთს მოასწავებს, ღმერთის მოქმედებაზე მოწმობს.
დავით ბებერაშვილი
No comments:
Post a Comment